EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ერთადერთი, რაც დღეს თურქებს აჩერებს, რუსეთის ფაქტორია - მიხეილ ცაგარელი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-05-04 20:55:44
„ქვეყანამ თვითმყოფადობა არავის უნდა შეალახვინოს!“- ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საქართველოში თურქების გამრავლებასა და მომავალში მათი აჭარის მთავრობაში მოსვლის საშიშროებაზე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრობს.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ 30 ათას თურქს სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მისცა. ქართველებისგან განსხვავებით, თურქები კარგად მრავლდებიან. 50 წლის შემდეგ 30 ათასი თურქი 200 ათასი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში თავიანთ ადგილს მოითხოვენ და უფლება ექნებათ, აჭარის მთავრობაშიც იყვნენ. რომელიმე თურქი ეროვნების საქართველოს მოქალაქე აჭარის მეთაური რომ გახდეს და თურქულ მხარეს შეერთების თხოვნით მიმართოს, რას შვრებით?! აფხაზეთის სახით ამის კარგი მაგალითი გვაქვს.
მალე ყარსის ხელშეკრულებასაც გასდის ვადა და ილოცეთ რუსეთზე!“- განაცხადა ცაგარელმა.
მისივე თქმით, რუსეთის საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის დაკარგვა თურქების აჭარაში შემოსვლას გამოიწვევს.
„ერთადერთი, რაც დღეს თურქებს აჩერებს, რუსეთის ფაქტორია. როგორც კი რუსეთი საქართველოსადმი საბოლოოდ დაკარგავს კეთილგანწყობას, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ თურქეთი აჭარაში შემოვა და ყველაფერი ამით დამთავრდება. ევროკავშირს დოკუმენტს აუფრიალებს-რუსეთს პრეტენზია აღარ აქვს და შეგვიძლია, ჩვენი მიწა დავიბრუნოთო“- აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.