EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვნახე ყაზანი და… შემეცოდა საქართველო »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-06-01 19:49:19

ვნახე ყაზანი და… შემეცოდა საქართველო

Казань

თათრეთის დედაქალაქ ყაზანში პირველად ზუსტად 40 წლის წინათ მოვხვდიჩემი ნების საწინააღმდეგოდ _ საბჭოთა არმიის რიგებში გამიწვიეს 18 წლის ბიჭიდა, აბა, რა უნდა მექნა?!
 
იმხანად ჭირის დღესავით მძულდა ყველაფერი საბჭოთა და, შესაბამისად, ყოველივე ამერიკულს ვეთაყვანებოდი დასავლური “რადიოხმების” პროპაგანდით გონებადაბნელებული ყმაწვილი და რა ჯანდაბა წამიყვანდა ჩემი სურვილით ყაზანში, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი საძულველი სსრკ-ის დამაარსებელ ლენინს ყაზანის უნივერსიტეტი დაუმთავრებია ოდესღაც. მოგვიანებით ისიც შევიტყვე, რომ სტალინის ვაჟი ვასილი ყაზანში გადაუსახლებია ნაძირალა ნიკიტა ხრუშჩოვს, სადაც აღსრულებულა კიდეც უბედური ვასია.
 
თუმცა ყაზანი ვნახეო, _ ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი იქ ყოფნის ერთი თვის განმავლობაში, რუხი ფერის ყაზარმების გარდა, არაფერი შემორჩენია ჩემს მეხსიერებას…
 
 ჰოდა, თვითმფრინავში ასულს შოთას სიტყვები ამეკვიატა:
 
“სად წაიყვან სადაურსა, სად აღუღფხვრი სადით ძირსა…” ნამდვილად აღარ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ მომიწევდა ყაზანში ჩასვლა…
 
მართლაც, თუ წლების წინათ წითელ არმიაში ძალით გამიწვიეს, ახლა სრულიადმოულოდნელად საერთაშორისო ფორუმზე “თათრეთის მეგობრები დაპარტნიორები” მიმიწვიეს.
 
ამიტომ წასვლის წინ, ჩემი ცოდნის შემოწმების მიზნით, ყაზანზე ენციკლოპედიური ცნობები მოვიძიე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თათრეთის დედაქალაქი, ლენინ-სტალინის გარდა, სხვა რამითაც ყოფილა ცნობილი და საინტერესო.
 
მონღოლთა ურდოებმა XIII საუკუნის დასაწყისში ლამის მთელ ევრაზიას გადაუარეს (მათ შორის, საქართველოსაც) და ე.წ. ოქროს ურდოს სახელწოდებით მონღოლურ-თურქული სახელმწიფო დააარსეს, რომლის შემადგენლობაში რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც მოექცა.
 
XV საუკუნეში, ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, სამი დამოუკიდებელი სახანო ჩამოყალიბდა _ ასტრახანის, ყაზანისა და ყირიმის. მათგან პირველი ორი _ ასტრახანი და ყაზანი _ ივანე მრისხანემ აიღო, ხოლო ყირიმის სახანო ეკატერინე დიდმა XVIII საუკუნის ბოლოს შეუერთა რუსეთის იმპერიას.
 
Казань
 
ასე რომ, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხელმეორედ შემოერთებით ისტორიული სტატუს-კვო, გნებავთ, სამართლიანობა აღადგინა.
 
ეს ისე, როგორც იტყვიან, მცირე ისტორიულ-ლირიკული გადახვევა.
 
რაც შეეხება დღევანდელ თათრეთსა და მის დედაქალაქ ყაზანს, დაახლოებით 4 მილიონი კაცი ცხოვრობს თათრეთის მრავალეროვან რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის ევროპული ნაწილის აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი ფართობი 68 000 კვადრატული კილომეტრია და ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ითვლება რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებს შორის. თათრეთს რუსეთში წამყვანი როლი უკავია გაზისა და ნავთობის წარმოებაში. აქ აწარმოებენ თვითმფრინავებსა და ავტომობილებს (ლეგენდარული კამაზები). არის რამდენიმე აეროპორტი.
 
ყაზანი მდინარე ყაზანკაზე გაშენებული თანამედროვე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც ერთ მილიონს შეადგენს. ის ერთ-ერთია რუსეთის იმ ქალაქებიდან, რომლებსაც მეტროპოლიტენის ლამაზი სადგურები ამშვენებს. ყველა სადგურს თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს. ზოგში თანამედროვე დიზაინი სჭარბობს, ზოგში აზიური კულტურისა თუ შუასაუკუნეების შტრიხები შეიმჩნევა.
 
ყაზანის მეტროპოლიტენის ერთ სადგურს ამშვენებს 22 მოზაიკური ფრესკა, რომლებშიც თათრული ტრადიციული ზღაპრების სცენებია ასახული.
 
 1804 წელს რუსეთის მეფემ ალექსანდრე I დააარსა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწორედ იქ არის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა რუსეთში.
 
ყაზანი ითვლება გავლენიან საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად, რომელმაც დასაბამი მისცა სხვა უნივერსიტეტების არსებობას თათრეთში. ბიბლიოთეკაში მოიპოვება 5 000 000 წიგნი და ნაშრომი, რომელთა შორის 30 000 ძველი ხელნაწერია; ზოგიერთი მათგანი მე-9 საუკუნითაა დათარიღებული.
 
 ერთი სიამოვნებაა ბაუმანის სახელობის ცენტრალურ ქუჩაზე გასეირნება. იქაურობა სავსეა თვალისმომჭრელი მაღაზიებითა და კაფეებით.
 
ყაზანის ღირსშესანიშნაობებში შედის კრემლის “მხცოვანი” ციხესიმაგრე თავისიშენობა–ნაგებობებით, რომლებიც მე-16 საუკუნით თარიღდება. რუსეთისტერიტორიაზე ეს დღემდე შემორჩენილი ერთადერთი თათრული ციხესიმაგრეა.
 
ქვის გალავნიანი ყაზანის კრემლის შიგნით განთავსებულია სიუიუმბიკეს კოშკი,რომელიც პიზის კოშკივით გადახრილია, აგრეთვე, თათრეთის სამთავრობოშენობები, მეჩეთი და მართლმადიდებლური ეკლესია.
 
 2000 წელს ყაზანის კრემლი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. კრემლის არქიტექტურა განსაკუთრებით ღამით ატყვევებს მნახველთ, როცა მისგან გამოტყორცნილი შუქი თვალისმომჭრელად ლივლივებს მდინარეზე.
 
 ამას დავუმატოთ ისიც, რომ 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის პატივი ყაზანსაც ერგო.
 
ცალკე აღნიშვნის ღირსია თათრული ენა, რომელიც რუსულთან ერთადსახელმწიფო ენის სტატუსს ატარებს. ზემოხსენებულ ფორუმზე, რომელზეცგახლდით მიწვეული, ძირითადად თათრულ ენაზე მიდიოდა საუბარი და თქვენსმონა–მორჩილს ყურსასმენებით მიწევდა სინქრონული თარგმანის მოსმენა _ აბა,ჩვენს მაღალჩინოსნებს კი არ ჰგვანან, რომლებიც, იციან თუ არა, შინ თუ გარეთ,სამარცხვინო ინგლისურით ჟღურტულში რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს?!
 
Казань
 
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: ვინ უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტია _ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ავტონომიური რესპუბლიკა თუ “თავისუფალი საქართველო”?
 
რადგანაც ამ კითხვის პასუხიც ერთმნიშვნელოვანია, ამიტომაც შემეცოდა საქართველო, რომელმაც 25 წლის განმავლობაში ნატო-ევროკავშირის ქიმერის დევნაში ყველაფერი დაკარგა, რითაც დღეს ამაყობს რუსეთის მიერ “დამონებული” ყაზანი. აღარც მრეწველობა, აღარც სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ხელოვნება, მწერლობა და ა.შ. სხვა მრავალი რამ, რის გამოც შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანას დამოუკიდებელი უწოდო…
 
ე.წ. დასავლური ღირებულებების დევნის პროცესში საქართველო გადაიქცათურქეთის აღებ–მიცემობის ბაზრად და, თუ ქართველებმა თავს არ შემოვუძახეთ, 2021 წელს, როდესაც ყარსის ხელშეკრულება ძალას დაკარგავს, თურქეთისეკონომიკური ექსპანსია, პირდაპირი სამხედრო აგრესიით შეიცვლება და ჩვენიამომგდები თურქეთი აჭარა–გურიის, ანუ თურქეთის გურჯისტანის ვილაიეთისტერიტორიებს დაიკავებს.
 
მით უმეტეს, რომ ამის მსგავსი მაგალითი ცნობილია თურქეთის მიერ კვიპროსისოკუპაციის სახით…
 
აი, ამ გზით აღსრულდება ნატოში შესვლის ქართული ოცნება _ ნატოში თუ არგვიღებენ ქართველებს, თურქეთის სახით ნატო შემოვა საქართველოში…
 
ეს რომ არ მოხდეს, როგორც ზემოთ ვთქვი, საქართველომ დროულად უნდა “შემოუძახოს თავს”, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ის პოლიტიკური ძალა, რომლის სტრატეგიული მოკავშირე არა ამერიკა, ევროპა თუ ნატო, არამედ, პირველ რიგში, ქართველი ხალხი იქნება; ქართველი ხალხი, რომელმაც იცის, რომ საქართველოს დღეს, პირველ რიგში, სტრატეგიული მოკავშირე კი არა, სტრატეგიული მფარველი სჭირდება და ასეთად, როგორც 2 საუკუნის წინათ _ მეფე ერეკლეს, ქართველ ხალხსაც მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი ეგულება.
 
აქ არ იგულისხმება საქართველოს შეერთება რუსეთთან და მეტსაც ვიტყვი, რომც მოვისურვოთ მსგავსი რამ, ამას თვით რუსეთი არ იზამს _ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს არ იერთებს ამ “დამოუკიდებელი სახელმწიფოების” დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, დონბას-ლუგანსკის მიერთებაც არ განიხილება რუსეთის პოლიტელიტაში და საქართველოს მიერთებით რატომ აიტკივებს თავს ჩვენი დიდი მეზობელი?!
 
ერთადერთი, რასაც რუსეთი ითხოვს ჩვენგან, ეს არის მისი სტრატეგიულიინტერესების გათვალისწინება სამხრეთ კავკასიაში და, ვფიქრობ, სრულიადსამართლიანი მოთხოვნაა.
 
Казань
 
მოკლედ, მფარველობას დამსახურება უნდა და არა ჩვენი ტუტუცი თავდაცვის მინისტრი ქალბატონის მიერ რუსი ხალხის შეურაცხყოფა, _ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში ვირთხებსა და კატებს ჭამდნენო…
 
ვინც ბრმა არ არის, ხედავს, რომ დღეს რუსეთი მარტოდმარტო ებრძვის ლამის მთელ მსოფლიოს, რომელიც, აშშ-ის თამადობით, უილაჯოდ შეჰყურებს ხმელეთიდან, ზეციდან, წყლიდან თუ წყალქვეშეთიდან წამოსულ რუსულ ფრთოსან რაკეტებს.
 
სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის კამუფლაჟით, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიოომი მიმდინარეობს, გოგსა და მაგოგს, გნებავთ, მართლმადიდებელ სამყაროსა დამის გასანადგურებლად შემართულ ე.წ. ლიბერალურ დემოკრატიას შორის, ანუ,ერთი მხრივ, კონსერვატიული, ტრადიციული, ეროვნული ღირებულებები დევსსასწორზე და, მეორე მხრივ, ნეოლიბერალური გარყვნილება ერთნაირსქესიანთაქორწინებებისა და გეიაღლუმების თანხლებით _ პირველის ბაირახტარიმართლმადიდებელი რუსეთია, ხოლო მეორესი _ ხლისტების აშშ.
 
რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე აკრძალა გეიპროპაგანდა; ქვეყნიდან გააძევა სოროსის ფონდი; უკიდურესად შეზღუდა ე.წ. მესამე სექტორი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან და ა.შ. სხვა მრავალი…
 
აქედან გამომდინარე, რუსეთის მარცხი გამოუცხადებელ მესამე მსოფლიო ომში,ცივილიზაციის, კულტურული მსოფლიოს აღგვას ნიშნავს პირისაგან მიწისა, რაც,არა მგონია, არსთა გამრიგემ დაუშვას.
 
რუსეთის გამარჯვების საწინდარი მის სამხედრო ძლიერებასთან ერთად ისიც არის, რომ რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ერთსულ და ერთხორც არიან.
 
ტუტუც თინა ხიდაშელს ჰგონია, რომ ლენინგრადის ბლოკადის დროს კატებისა დავირთხების ჭამის შეხსენებით რუსები შეურაცხყო. არადა, პირიქით _ ამით თინამამიდამ რუსეთის უძლეველობა აღიარა.
 
 სანქციების შედეგად რუსების ქუჩაში გამოსვლისა და ხელისუფლების დამხობისამერიკულმა პროექტმა, რბილად რომ ვთქვათ, მარცხი განიცადა _ ეკონომიკურმასანქციებმა პუტინის გარშემო შეკრა და დარაზმა რუსეთის მოსახლეობის დიდიუმრავლესობა და დიახაც, დოლარებისთვის მებრძოლი, პედერასტებითგავსებული ნატოს (წაიკითხე _ აშშ) ჯარები ვერაფერს დააკლებენ იდეისთვისმებრძოლი რუსი მუჟიკების არმიას.
 
ჰოდა, მკითხველმა განსაჯოს, რა ურჩევნია საქართველოს ამ ომში _ ჩვენი“ისტორიული მტრის” რუსეთის მხარეს ყოფნა, რომელსაც დროებით აქვსოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 22% თუ ყოფნა ჩვენი “ისტორიულიმეგობარი” თურქეთის მხარეს, რომელსაც სამუდამოდ აქვს მიტაცებულისაქართველოს 33 %?
 
რუსეთის ორბიტაზე ყოფნა და თათრეთის ყაზანის მსგავსი კულტურული ავტონომია და ერთმორწმუნოებრივი მფარველობა თუ აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეობა და, აქედან გამომდინარე, “თავისუფლება”?
 
დღეს რუსეთ-საქართველოს ერთმორწმუნეობა არანაკლებ, შეიძლება უფრო მეტადაც კი, აქტუალურია, ვიდრე 2 საუკუნის წინათ იყო, რადგან მართლმადიდებლობაშია ქართველთა ზნეობრივ-მენტალური გადარჩენა, მართლმადიდებლობის გადარჩენის მისია კი უფალმა რუსეთს დააკისრა.
 
დავით მხეიძე
 
 
 
geworld.ge