EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« NATO-ს ჯარები, აშშ-ის და ბრიტანეთის მეთაურობით, ლიტვაში შევიდნენ - რუსეთის პოტენციური თავდასხმის საფრთხის გამო მათ სუვალკის დერეფანში პირველი ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარეს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nina

თარიღი: 2017-06-19 16:37:36

NATO-ს ჯარები, აშშ-ის და ბრიტანეთის მეთაურობით, ლიტვაში შევიდნენ - რუსეთის პოტენციური თავდასხმის საფრთხის გამო მათ სუვალკის დერეფანში პირველი ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარეს

nato

ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის ჯარებმა პოლონეთსა და ლიტვას შორის საზღვარზე NATO-ს პირველი ფართომასშტაბიანი თავდაცვითი სამხედრო წვრთნები განახორციელეს - გაიარეს რეპეტიცია შესაძლო სცენარისთვის, რომელშიც რუსეთი ბალტიის ქვეყნების დანარჩენი დასავლური ალიანსისაგან გახლეჩვას შეიძლება შეეცადოს.

საზღვარი, რომელიც ცნობილია, როგორც სუვალკის დერეფანი, 104 კილომეტრზე გადის და მის გაყოლებაზეა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ტყეები და დაბალი გორაკები. თუკი ეს რუსეთმა დაიპყრო, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა დასავლეთს მოწყდება.

ორი დღის განმავლობაში, შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ავიაციამ მონაწილეობა მიიღო წვრთნებში, სიმულირებულ თავდაცვით ქმედებებში -პოტენციური თავდასხმის შემთხვევისთვის - რომელშიც ასევე ჩართული იყო პოლონეთის, ლიტვის და ხორვატიის ჯარები.

„დერეფანი, გეოგრაფიის გამო, მოწყვლადია. რა თქმა უნდა, გარდაუვალი არ არის, რომ თავდსხმას ექნება ადგილი, მაგრამ... თუკი ეს დაიკეტება, მაშინ შენ გყავს სამი მოკავშირე, რომელიც ჩრდილოეთითაა და რომელიც პოტენციურად იზოლირებულია დანარჩენი ალიანსისაგან“, უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალ-ლეიტენანტმა, ბენ ჰოჯესმა „როიტერსს“.

(გენერალი ბენ ჰოჯესი ხელმარჯვნივ, სამხედროებთან ერთად - Reuters-ის ფოტოები)

 


რუსეთი უარყოფს, რომ გააჩნია რაიმე გეგმა ბალტიის ქვეყნების დაპყრობის და აცხადებს, რომ ეს NATO-ა, რომელიც თავისი სამხედრო ძალების აღნიშნულ რეგიონში გაზრდით და ამგვარი ომის თამაშების ინსცენირებით საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობას.

 


მაგრამ, ჰოჯესმა, რომელიც შეერთებული შტატების ძალების მეთაურია ევროპაში, განაცხადა, რომ ალიანსისთვის გადამწყვეტი იყო ეჩვენებინა, რომ იგი მზად არის.

 


„ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რომ შეგვიძლია მხარდაჭერა გავუწიოთ მოკავშირეებს დერეფნის ღიად შენარჩუნებაში, კავშირის შენარჩუნებაში“, განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

 

guardian.ge