EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა არის ქოლესტერინი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-06-19 16:47:27

რა არის ქოლესტერინი Cholesterol

Cholesterol

ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა. ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამომუშავდება ორგანიზმში ღვიძლის, ნაწლავების, თირკმელის, თირკმელზედა ჯირკვალის, სასქესო ჯირკვლების მიერ, ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებით იღებს.

ქოლესტერინის დონე ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით იცვლება. წლების მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი მეტ ქოლესტერინს გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ სასურველია, ზრდასრულმა ქოლესტერინის დონე რეგულარულად შეიმოწმოს. ბავშვებს მაღალი ქოლესტერინი თითქმის არ აწუხებთ, ზრდასრულებში კი მაღალი ქოლესტერინის მიმართ მიდრეკილები მამაკაცები უფრო არიან, ვიდრე ქალები.

რა არის ქოლესტერინი, რა ფუნქცია აქვს მას ორგანიზმში, რა საფრთხეს შეიცავს ჭარბი ქოლესტერინი ამ თემებზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე საუბრობს.

ანა ჭოხონელიძე:

– ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი შედის უჯრედების პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში. ქოლესტერინი აუცილებელი სუბსტანციაა სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნისთვის, ნაღვლის მჟავებისა და ვიტამინი დე გამომუშავებისთვის. ასევე აუცილებელია ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ქოლესტერინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს.

საერთო ქოლესტერინი იყოფა ფრაქციებად: დაბალი სიმკვრივის – ცუდი ქოლესტერინი და მაღალი სიმკვრივის – კარგი ქოლესტერინი, რომელთა შორის არსებული დისბალანსიც საჭიროებს გამოსწორებას.

– რა იწვევს ქოლესტერინის მატებას?

– ქოლესტერინის ცვლის დარღვევა შესაძლებელია იყოს პირველადი და მეორადი მიზეზებით გამოწვეული. პირველადად მისი დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა რისკ–ფაქტორებმა როგორიცაა: ასაკი, ძირითადად 40 წელს ზემოთ, სქესი – მამაკაცებში უფრო ხშირია, გენეტიკური განწყობა ანუ ოჯახური ანამნეზი, თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, არასწორი კვება, უმოძრაობა. მეორადად შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგად.

– რა საფრთხეს შეიცავს ქოლესტერინის ცვლის დარღვევა?

– ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, იგულისხმება ცუდი ქოლესტერინის სიჭარბე და ან კარგის დაქვეითება, იწვევს ათეროსკლეროზს. ამ დროს სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც ხელს უშლის სისხლის განვლადობას, ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს. ჩვენს კლინიკაში ხდება პაციენტის ანამნეზის და რისკ–ფაქტორების შეფასება, ტარდება კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები. ამის შემდგომ ინდივიდუალურად ვარჩევთ მკურნალობის ტაქტიკას: ჯანსაღი ცხოვრების წესს, კვების ინდივიდუალურ რაციონს, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში ვრთავთ მედიკამენტურ თერაპიას.

– რომელ საკვებს უნდა მოვერიდოთ ჭარბი ქოლესტერინის პრევენციისთვის და რა უნდა მივირთვათ მის დასაქვეითებლად?

– სასურველია, კვების რაციონში შეზღუდოთ ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები. თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, კვების რაციონის საერთო კალორაჟის 50% ნახშირწყლებზე, 20% ცილებზე, ხოლო ცხიმებზე არა უმეტეს 30%–ისა უნდა მოდიოდეს. ნაჯერი და ტრანსცხიმები საერთო კალორაჟის 10%–ზე ნაკლები უნდა იყოს.

Cholesterolმამაკაცები საშუალოდ დღის განმავლობაში უნდა იღებდნენ ნაჯერ ცხიმებს არაუმეტეს 30 გრამისა, ხოლო ქალები არაუმეტეს 20 გრამისა.

მაღალი ნაჯერი ცხიმების შემცველობით ხასიათდება შემდეგი ტიპის პროდუქტები: ხორცის ქონიანი ნაჭრები, ხორცის პროდუქტები, ძეხვეული და ხორციანი ღვეზელები და ა.შ., კარაქი, ცხოველური წარმოშობის ერბო და ღორის ქონი, ყველი, განსაკუთრებით კი მაგარი ყველი, არაჟანი, ნაღები და ნაყინი, ბისკვიტები, ნამცხვრები და ცხოველურ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.

ნაჯერი ცხიმების მსგავსად, ტრანსცხიმებსაც შეუძლიათ სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება და ამის გამო რეკომენდირებული დასაშვები ენერგიის რაოდენობა მიღებული ტრანსცხიმებისგან, არ უნდა აღემატებოდეს მთელი ჩვენი მიღებული ენერგიის 2%–ს.

ტრანსცხიმებს უმეტესწილად მოჭარბებით შეიძლება შეიცავდნენ ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმები, მცენარეული მარგარინების და ცხიმის შემცველი პროდუქტები. ცხიმები, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ მეტი რაოდენობით – უჯერი ცხიმებია.

გახსოვდეთ, რომ ყველა სახის ცხიმი არ არის საზიანო ორგანიზმისთვის, პირიქით ზოგიერთი ცხიმი აუცილებელია და ზოგჯერ მეტის მიღებაცაა საჭირო.

ნაჯერი ცხიმების უჯერით ჩანაცვლება შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს სისხლში ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებაში და კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდაში.

უჯერი ცხიმები, როგორიცაა ე.წ. ომეგა 3, ცნობილი როგორც აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები გვხვდება შემდეგ პროდუქტებში – ცხიმოვანი თევზები, როგორიცაა ორაგული, სარდინები და სკუმბრია, თხილი, მიწისთხილი, მზესუმზირა, კაკაო და ა.შ. მზესუმზირის და ზეითუნის ზეთები. უჯერი ცხიმები გვხვდება ხილსა და ბოსტნეულშიც.

ზოგიერთ პროდუქტს ცუდი ქოლესტერინის შემცირება შეუძლია, მაგალითად, ავოკადოს, ჩაის, ნიგოზს, თევზს, შავ შოკოლადს, სოიოს, ლობიოს, ხილს – ვაშლს, მსხალს, ფორთოხალს, ლიმონს, კენკრის სმუზს, ბოსტნეულს, განსაკუთრებით სასარგებლოა ბადრიჯანი.

– რა ურჩევდით მოსახლეობას?

– ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობისა და კვებითი ღირებულების ჩამონათვალი. როცა ხორცს ყიდულობთ, შეარჩიეთ მჭლე ნაჭრები, აირჩიეთ დაბალი ცხიმის შემცველობის რძის პროდუქტები, მაგალითად, 1%–ზე ნაკლები ცხიმიანობის რძე ან ყველი. ტაფაზე შეწვის ნაცვლად გამოაცხეთ, მოხარშეთ, შეწვით გრილზე ან ორთქლზე. ხორცს მოაცილეთ ქონის ნაჭრები და კანი-ტყავი. კერძები მაქსიმალურად გაამდიდრეთ ბოსტნეულით. წვნიანს ზედაპირზე დაგროვებული ხილული ცხიმი მოაცილეთ.

 

akhalitaoba.ge