EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სომხები აფხაზეთიდან აფხაზების განდევნას აპირებენ »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2017-08-09 22:49:45
აფხაზეთში მცხოვრებ სომხებსა და აფხაზებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე თვის წინ “ახალმა თაობამ” გამოაქვეყნა ორგანიზაცია “აიდგილარას” წევრ აიდამირ ხიშბას წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ სომხებს აფხაზეთის ხელში ჩაგდება სურთ.
ამ საკითხზე აფხაზეთში სერიოზული ამბები ტრიალებს. გამოცემა “კავკაზტაიმსის” ცნობით, ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის წევრები აფხაზეთში სომხების ჩასახლებას გეგმავენ. როგორც წერილის ავტორი, ვასილი გერაშენკო იუწყება, ამის ინიციატორი გალუსტ ტრაპიზონიანია. ვისაც აფხაზეთის ომთან შეხება აქვს, ამ კაცის სახელი და გვარი ყველას ემახსოვრება. ის ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის ერთ-ერთი თავკაცი იყო და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა. მის “საგმირო” საქმეებს ვასილი გერაშენკოც იხსენებს და ტრაპიზონიანის გამდიდრების საიდუმლოსაც ხდის ფარდას.
ტრაპიზონიანი აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. “მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის განდევნაში შეტანილი წვლილისთვის ჯალათი ტრაპიზონიანი აფხაზებმა დააფასეს და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. ომის დროს ის მარადიორობდა და ქართველების ქონებას დაეპატრონა. ამის წყალობით გახდა ის სეპარატისტულ აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი”, – აღნიშნავს გერაშენკო.
მისი ინფორმაციით, დღეს ეს მოროდიორი სხვა ქონებასთან ერთად, გაგრაში მდებარე საკურორტო კომპლექს “გაგრიპშის” მფლობელიცაა. ტრაპიზონიანი აფხაზეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა და, როგორც გერაშენკო ამბობს, აქტიურად ლობირებს თავის ტომის ხალხს. “დღეს გაგრაში ყველაფერი სომხების ხელშია. იქ მყოფ აფხაზებს ისინი შირმად იყენებენ, რომლებიც ფინანსურად მთლიანად მათზე არიან დამოკიდებული” – აღნიშნავს გერაშენკო.
როგორც ირკვევა, სომხური ლობი აფხაზეთში ანგარიშგასაწევი ძალა ყოფილა. გერაშენკოს მტკიცებით, სწორედ სომხური ლობი ცდილობს იმ კანონის მიღებას, რომელიც უცხოელებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემს. ამ კანონის გარშემო აფხაზეთში არაერთხელ ატყდა ვნებათაღელვა, მაგრამ არცერთი ხელისუფალი ამას არ დათანხმდა. კანონის მიღებას მოსახლეობაც ეწინააღმდეგება. მოსახლეობა შიშობს, რომ მათთან ყველაფერს რუსები იყიდიან. არადა საქმე ისე ყოფილა, რომ სომხები აფხაზეთში მცხოვრებ რუსებსაც უქმნიან პრობლემებს.
– ტყუილად ფიქრობს ვინმე, რომ აფხაზეთში არსებული მთელი უძრავი ქონება
რუსების ხელში აღმოჩნდება. სომხურ-აფხაზური მაფია ისე ოსტატურად მოქმედებს, რომ აქ მცხოვრებ რუსებს ბინებსა და სახლებს ართმევენ. სომხური ტექნოლოგიებით მარტივად შეიძლება მათი მშრალზე დატოვება, – წუხს გერაშენკო.
“დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში სომხები უფრო მრავლად ცხოვრობენ, ვიდრე ეთნიკური აფხაზები. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზები აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან”, – ვარაუდობს ვასილი გერაშენკო. მისი ინფორმაციით, დღეს აფხაზეთში 69 999 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, სომხების რაოდენობა კი დაახლოებით 80 000-ია. გერაშენკო ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა სულ მინიმუმ 300 000-მდე გაიზრდება.
შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი “ახალი თაობა”
info7.ge