EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გურულების მარსელიეზა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2017-10-12 15:15:47

გურულების მარსელიეზა

გურულების ხასანბეგურა ცნობილია, მარსელიეზა - ნაკლებად. 1900-იან წლებში კი შესაძლოა პირიქითაც ყოფილიყო. საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი რევოლუციურ გურიაში ყველაზე პოპულარული თუ არა, მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ნამდვილად იყო, განსაკუთრებით კი რევოლუციურად განწყობილ გურულებში, მათში, ვინც სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას უჭერდა მხარს.

 
მარსელიეზას შესახებ ორი ფაქტია ცნობილი. ერთს ცნობილი სახალხო მომღერალი არტემ ერქომაიშვილი იგონებს ავტობიოგრაფიაში. 1904 წელს მამამისს, გიგო ერქომაიშვილს უსწავლებია მარსელიეზა 17 წლის არტემისთვის და უთქვამს, ეს ახალთაობის სიმღერაა, ისწავლე და შენს ტოლებსაც ასწავლეო. ერქომაიშვილი იხსენებს, მარსელიეზა ვისწავლე, ჩემ ტოლ ბიჭებს შევასწავლე და  საჭიროებისამებრ ვმღეროდითო.
 
არტემ-ერქომაიშვილი

არტემ ერქომაიშვილი

1909 წელს მოკლეს ცნობილი ფირალი და ტერორისტი დათიკო შევარდნაძე. შევარდნაძე გურიის სოციალ-დემოკრატიულ რევოლუციურ კომიტეტთან დაახლოებული პირი და რევკომის რაზმის წევრი იყო, ნასაკირალის ბრძოლაშიც მონაწილეობდა. ასკანას, მის სოფელს, ჟანდარმერია მეთვალყურეობდა. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის მეგობრები, ასევე რევოლუციონერები და ტერორისტები კიკია მამულაშვილი, ისაკი თოიძე და სხვები 20 სექტემბერს სოფლის კანცელარიას თავს დაესხნენ, ორი სტრაჟნიკი მოკლეს, შევარდნაძის საფლავზე მარსელიეზა იმღერეს, ზალპი მისცეს და დაიშალნენ.
 
 
ანიმაციური ფილმში „გავარდნილები“, რომელიც გასაბჭოების შემდგომ გურიაში წითელი რეპრესიების და გოგია ღლონტის მიერ წითელი კომისრის, საშა ობოლაძის, მკვლელობის შესახებაა, გოგიას მეგობრები მუდმივად ცდილობენ იმღერონ და მელოდია ააწყონ, თუმცა მათ ეს მხოლოდ ფილმის ბოლოს, საფრანგეთში გაქცეულებს გამოუვათ. დაკვირვებული ყური გურულების ნამღერში აუცილებლად იცნობს მარსელიეზას საწყის ჰანგებს
 
 
aboutguria.blogspot.com