EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გლეხი მიწას ვეღარ იყიდის, მიწის ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ბანკებსა და ონლაინსესხების ორგანიზაციებს შეეძლებათ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-10-12 19:31:55

გლეხი მიწას ვეღარ იყიდის, მიწის ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ბანკებსა და ონლაინსესხების ორგანიზაციებს შეეძლებათ

საქართველოს-მიწები

საქართველოს კონსტიტუციაში” შესატან ცვლილებებს დიდი ხმაური მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. როგორც კონსტიტუციაში, ასევე, ორგანულ კანონში “სასოფლო–სამეურნეოდანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” შესატან ცვლილებებში განსაკუთრებულყურადღებას “მიწის საკითხი” იპყრობს.
“აღსანიშნავია, რომ “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია ორი მოსმენით, მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო რესურსად აღიარებს და მისი დაცვის მაღალ სტანდარტებს ადგენს. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის კანონის პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგულირება გათვალისწინებული იქნება ორგანული კანონით. შესაბამისად, სწორედ ამ ორგანულ კანონში უნდა იქნეს გაწერილი ის საგამონაკლისო შემთხვევები, რომლებიც დღეს მოქმედი მორატორიუმით არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ორგანული კანონის ამოქმედებამდე, გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ზოგიერთი საკითხი საჭიროებს მყისიერ მოწესრიგებას. აღნიშნული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პრაქტიკაში წარმოშობილ ობიექტური შემთხვევების სამართლიან გადაწყვეტას, ხოლო, მეორე მხრივ, დააზღვევს იმ საფრთხეებს, რაც გარდამავალ ეტაპზე მიწის გასხვისების დროს შეიძლება შეიქმნას”, _ განმარტავენ კანონმდებლები.
კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მომზადების მიზანია “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრული პირობით, გარდამავალ ეტაპზე მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება.
როგორც ჩანს, აღნიშნული კანონის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ ქართული მიწისმეპატრონე ყოფილიყო მხოლოდ ქართველი, მიწის მეპატრონეები იქნებიან საქართველოშიარსებული უცხოური ბანკები.  
სესხის გაცემის სანაცვლოდ, მიწაა ჩადებული და, შესაბამისად, ადამიანს, რომელიც ვალსვერ იხდის, ბანკი მიწას გაუყიდის”
ბექა ვარდოსანიძე, “ქართული მიწის დაცვის” კომიტეტის წევრი:        
_ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვდით, რომ ჩაეწერათ “ქართული მიწა არ გაიყიდება” და მაგალითად მოგვყავდა უცხო ქვეყნები. მაგალითად, პოლონეთის კონსტიტუციაში წერია, რომ არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწა, არამედ არ გაიყიდება ტყე, მთა, მდინარე, წყალი… ხელისუფლება წინააღმდეგობას გვიწევდა, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლიკობახიძე იყო წინააღმდეგი, არ ჩაწერილიყო ფრაზა, რომლის მიხედვითაც, მიწის გაყიდვა კატეგორიულად აიკრძალებოდა უცხოელებზე. ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და კონსტიტუციაში ჩაიწერა: “ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება”, მაგრამ კონსტიტუცია ჯერ ხელმოწერილი არ არის. მორატორიუმი გამოცხადდა, მაგრამ ფარულად მაინც მიმდინარეობდა “მიწის კანონში” ცვლილებების შეტანა.
გაირკვა, რომ მორატორიუმი არ ვრცელდება ბანკებსა და ონლაინსესხების ორგანიზაციებზე. საქართველოს ბაზარზე ფიგურირებს 16 ბანკი, მათგან 15-ის კაპიტალი უცხოურია. ამ ბანკებს უდიდესი მოგება აქვთ, მათ შორის, მიწიდანაც.
_ “კანონპროექტის მომზადების მიზანია, “სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწისსაკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევებისგათვალისწინება, როდესაც კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდანგამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრულიპირობით, გარდამავალ ეტაპზე მიენიჭებათ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება…” _ წერია კანონში მიწისსაკუთრები შესახებ. ეს რას ნიშნავს?
_ გაურკვეველი და საეჭვო სწორედ ეს პუნქტია, რომელზეც განმარტებას ითხოვს საზოგადოება და პასუხი არ არის. რა “გამონაკლისზეა” საუბარი და ვის აქვს “საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება”? ბანკების საქმიანობა ძალიან საეჭვოა. ვადაგადაცილებულმა სესხებმა აგვისტოს ბოლოს 2 მილიონს გადააჭარბა, დღეს სესხების საერთო ოდენობა 400 მილიონზეა ასული, ეს ნიშნავს, რომ დაჯარიმებულია მოსახლეობა და ბანკის მოვალეა. აქედან გამომდინარე, ბანკისთვის მინიჭება უფლებისა, რომ მიწის გაყიდვა შეუძლია, დაუშვებელია.
სესხის გაცემის სანაცვლოდ, მიწაა ჩადებული და, შესაბამისად, ადამიანს, რომელიც ვალს ვერიხდის, ბანკი მიწას გაუყიდის. ბანკებს მორატორიუმი არ ეხება. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიწების გასხვისება დაიწყო უმოწყალოდ, ამ ცოდვაში ბანკებმაც შეიტანეს წვლილი…
საქართველოს მიწები
მიწები გადაეცემათ ვითომ ინვესტორებს, არადა, არანაირი ინვესტიცია არ არის, მათ მხოლოდ ცხოვრების უფლება აქვთ. ანალოგიურს აპირებს ახლა საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. ის ამბობს, რომ ჩინელი ინვესტორები უნდა მოიზიდოს და გურიის მიწები გადასცეს ჩაის მოსაყვანად, მაგრამ მათ ცხოვრების უფლებაც ექნებათ. უცხოელებისთვისცხოვრების უფლების მიცემა ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე აისახება, მაგრამ არ აისახებაქვეყნის ბიუჯეტზე. მორატორიუმის გამოცხადებამდე წეროვანში მიწის უზარმაზარიფართობები მიჰყიდეს არაბებს ბინადრობის უფლებით. ანალოგიური რამ მოხდა კუმისშიც დაყველა ამ შემთხვევაზე ხელისუფლება ამბობს, რომ ინვესტორები მოიზიდეს. არადა, ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ეს ე.წ. ინვესტორები იქ სახლდებიან…
_ დავუშვათ, მიწის შესყიდვა სურს გლეხს. მას შეუძლია შეიძინოს მისი ნაკვეთის გვერდითმდებარე მიწის ნაკვეთი?
_ არა, გლეხი მიწას ასე იოლად ვერ იყიდის. კანონის თანახმად, მან გარკვეული საბუთები უნდა წარადგინოს პარლამენტსა და მთავრობაში და იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მიწის ყიდვა დაგაყიდვა მხოლოდ ბანკებსა და ონლაინსესხების ორგანიზაციებს შეუძლიათ. გლეხს მხოლოდპარლამენტისა და მთავრობის დასტურით შეუძლია შეიძინოს მიწა და ისიც განსაკუთრებულშემთხვევვაში, მაგრამ, “განსაკუთრებული შემთხვევა” რა არის, არავინ იცის.
კანონი დამაბნეველი და საეჭვოა, რადგან მთავრობა ძალიან ჩქარობს კანონპროექტის დაკანონებას. როგორც ჩანს, ეძებენ გზებს, როგორ მიჰყიდონ უცხოელებს მიწა. სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც კონსტიტუციაში წერ “ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება” და, ამასთანავე, ორგანულ კანონში შეგაქვს ცვლილება და მიწის ყიდვა-გაყიდვის უფლებას საქართველოში მოქმედ უცხოურ ბანკებს აძლევ?
ხანძრების გაჩენაც იწვევს ეჭვს. რამდენიმე თვის წინათ ევროკავშირმა 2008 წლის აგვისტოსომის შემდეგ დაზიანებული ტერიტორიების სარეაბილიტაციოდ გამოყო თანხები, ცეცხლი კიზუსტად ამ ადგილებში გაჩნდა… ალბათ, თანხები გასაწერი იყო. ეს ფაქტი საზოგადოებაშიეჭვს იწვევს…
ასე რომ, ხელისუფლების სიჩქარე, დაბნეულობა, ბანკებისთვის უპირატესობის მინიჭება შეკითხვებს აჩენს, პასუხები კი არ არის… მიწა ჩვენია, ქართველ ხალხს ეკუთვნის და ყველა ვალდებული ვართ, დავიცვათ ის. ქართული მიწის არ ერთი გოჯი არ უნდა ჩაუვარდეს უცხოელს ხელში.
მთავრობა ხალხს ატყუებს და ქვეყანას მტრობს!”
პაატა კოღუაშვილი, აკადემიკოსი:
_ 2017 წლის 26 ივლისს სახელმწიფომ გამოაცხადა მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე და უცებ, აგერ, სექტემბერში მორატორიუმში შეიტანეს ცვლილებები, რომელთა თანახმად, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეუძლიათ მიწის გაყიდვა. აცხადებ მორატორიუმს და შემდეგ მასში შეგაქვს ცვლილება, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიომ არ იცის შემთხვევა, როდესაც ბანკსა და მიკროსაფინასო ორგანიზაციებს გირავნობაში აღებული მიწა გაეყიდოს. გირავნობა არ არის საფუძველი იმისა, რომ ბანკმა აიღოს საკუთრებაში მიწა და გაყიდოს.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ხალხს ატყუებს და ქვეყანას მტრობს. ივლისში ხალხმა დიდი ამბავი ატეხა და შეშინებულმა მთავრობამ მორატორიუმი გამოაცხადა, ახლა კი შეცვალა. ცვლილების შესახებ რომ შევიტყვე, მაშინვე დავრეკე ყველასთან, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმოდა, და გავამზადეთ წერილი პარლამენტში გასაგზავნად. ხელი მოაწერეს _ აკადემიკოსებმა: გოგოლა მარგველაშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, გიზო ურუშაძემ, პროფესორებმა: ანზორ მესხიშვილმა, ჯუმბერ ფაჩულიძემ, ბადრი რამიშვილმა, მიხეილჯიბუტმა. პრემიერმა კვირიკაშვილმა გვიპასუხა, _ მიწა გაიყიდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზეო. პროექტში ეწერა ფრაზა: “კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილპირს”. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, “მიწის კანონიდან” გამომდინარე, არის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე იურიდიული დაკერძო პირი, ანუ კანონმდებლები გვატყუებდნენ.
ვთხოვე კვირიკაშვილს, შეეკრიბა ყველა “ბანკირი” და მათ აესხნათ, არის თუ არა გირავნობა საფუძველი იმისა, რომ მიწა გადაიტანო საკუთრებაში და გაყიდო. კანონით, მიწას ორი წლის ვადით აძლევენ, ანუ იმ ვადით, რომელიც კონსტიტუციას ძალაში შესასვლელად სჭირდება. ამხელისუფლების ნდობა არ შეიძლება.
_ ბატონო პაატა, შეუძლია თუ არა გლეხს გაყიდოს ან იყიდოს მიწა?
_ არა, მიწის ყიდვა-გაყიდვა არ შეუძლია არავის. მორატორიუმია გამოცხადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე და ამ პირობებში ვერავინ ვერაფერს იყიდის და გაყიდის, გარდა ბანკისა. ამაში შედის საძოვარი, სათიბიც და სახნავიც…
2005 წლის შემდეგ ქვეყანას არ გაუკეთებია მიწის ბალანსი, არ არსებობს მიწათმოწყობის სისტემა, ქვეყანამ არ იცის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ოდენობა სახეობების მიხედვით, არ იცის სასოფლო-სამეურნეო მიწის რაოდენობა მესაკუთრეობის მიხედვით, არ ვიცით, რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია _ ეს წარმოუდგენელია! მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მიწას არ აღრიცხავს და ყოველწლიურად მიწის ბალანსს არ აწარმოებს. არადა, ჩვენ მიწის მეტი არაფერი გაგვაჩნია.
_ დაიკანონებენ თუ არა გლეხები წინაპართა მიწებს, რომელსაც უკვე ამუშავებენ და ჯერგაფორმებული არ აქვთ?
_ ახლა, მორატორიუმის პირობებში, კიდევ ვიმეორებ: ვერავინ ვერაფერს შეიძენს დადაიკანონებს. მორატორიუმი გრძელდება კონსტიტუციის მიღებამდე. ამიტომაც შეაქვთცვლილება მორატორიუმში და ყველაფერი გაწერილია ორ წელიწადზე.
ეს ხელისუფლება სანდო არ არის!
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა
P.S. არ გვინდოდა, მასალა ოფიციოზის კომენტარის გარეშე დაბეჭდილიყო და ამიტომიურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასდავუკავშირდით, მაგრამ მან ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა…
 
geworld.ge