EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-10-13 00:05:13

საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს

russia vs georgia

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჯავახკის“ რუსული დიასპორა, კვლავ საქართველოს დაქუცმაცებაზე საუბრობს.

რუსული გამოცემა „ნოვიე ხრონიკი“ აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით -„საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს“. სტატიის ავტორის ინფორმაციის წყარო, როგორც ირკვევა, სწორედ, „ჯავახკის“ რუსული დიასპორის ხელმძღვანელი აგასი არაბიანია.

„ახალი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა სურს, შესაძლოა, ჯავახკის რაიონის ისტორიულ ტერიტორიაზე, თანამედროვე საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე ჩამოყალიბდეს, რომელიც ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. არსებობს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დიასპორა კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატო-სთან მიერთებას და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ საგარეო კურსის გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება, სუვერენიტეტის შესახებ გამოაცხადონ“ - წერს ჟურნალისტი და სტატიაში არაბიანს ციტირებს.

თავად „ჯავახკის“ რუსული დიასპორის ლიდერი ასეთ თემებზე პირველად არ საუბრობს. ცნობილია მისი „მოთხოვნები“ საქართველოში ჯავახეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ, უფრო ადრე კი სამცხე-ჯავახეთში ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის გამოცხადების შესახებ. აგასიანი მუდმივად „ხმაურობს“ საქართველოში სომხების „შევიწროებაზე“…

ამჯერად კი „ჯავახკის“ რუსული დიასპორა უფრო „დიდ პოლიტიკაში“ ჩაერთო და რუსეთის ინტერესებს ახმოვანებს, კერძოდ, იმას, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა საფრთხეს ქმნის და რომ ამაზე, საქართველოს სომხურმა დიასპორამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს. გასული წლის დეკემბერში აგასიანის ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ: „საქართველოს სწრაფვა, შევიდეს ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, ეწინააღმდეგება სამცხე-ჯავახეთის მხარის სომხური მოსახლეობის ნებას და ასეთი უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტა მხარის სომხური მოსახლეობის აზრის იგნორირებით, მასებს, ნაციონალურ ნიადაგზე კონფლიქტისა და შუღლისკენ უბიძგებს, რაც შედეგად, ჩვენ გვაიძულებს, სამცხე-ჯავახეთის მხარის მოსახლეობას სეცესიისკენ მოვუწოდოთ“ (სეცესია - სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. სეცესია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების უცვლელობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ეთნიკური მინინაციონალიზმის მთავარ მიზანს გამოხატავს).

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-სომხეთის ინტერესების დაცვას აგასი არაბიანი, ამჯერად, ღიად ითხოვს: „ნატო-ს წევრობით, საქართველო ავტომატურად ხდება თურქეთის სამხედრო მოკავშირე, რაც სომხეთისა და სომხების ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებელია“ - ამბობს ის. მისივე თქმით, „საქართველოს ნატო-ში შესვლა სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება… არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა (სომხეთი) რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია… და თუ ჯავახკში გამოჩნდება იგივე სამხედრო ბაზები, ისინი მიმართული იქნება სომხეთში არსებული რუსეთის ბაზების, კერძოდ, გიუმრის 102-ე ბაზის წინააღდეგ. და ეს, არ შეიძლება, განხილულ იყოს, როგორც სომხეთის მეგობრული ნაბიჯი რუსეთთან“- განმარტავს „ჯავახკის“ რუსული დიასპორის ხელმძღვანელი.

აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემა ამ დღეებში მსჯელობის საგანი ერევანშიც იყო. ინსტიტუტ „კავკაზ“-ის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი 14 მარტს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ასეთი „უწყინარი“ გაფრთხილებით გამოვიდა: „საქართველოს შესანიშნავად ესმის, რომ უკეთესია, ჰყავდეს მოკავშირე ჯავახკელი სომხების სახით, ვიდრე ჰქონდეს უდიდესი თავის ტკივილი, მით უმეტეს, რომ ჯავახკელი სომხები საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ქმნიან პრობლემებს“…

წყარო: presa.ge