EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« FV-FRANGIVENTO ASFANE – ჰიპერ ავტომობილი უცნაური გარეგნობით და სახელით »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2017-10-14 00:15:55
ეს ჰიპერ ავტომობილი შეიძლება მოგეწონოთ, ან – არა. მაგრამ ერთი რამ აშკარაა, ის აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. მონაკოშიც ასე იყო. იქ ყველა მარკის სპორტული ავტომობილები არავის უკვირს, მაგრამ ქალაქ-სახელმწიფოში FV-Frangivento Asfane-ს გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია პირველად ბოლონიის შარშანდელ მოტორ შოუზე გამოჩნდა, თუმცა რატომღაც, საავტომობილო სამყაროსთვის შეუმჩნეველი დარჩა. Asfane იტალიაშია დამზადებული. მისი სახელი იშიფრება, როგორც ფრაზა – “ამის გაკეთება შეუძლებელია”. მისი გარეგნობა ალბათ რაღაც მსგავსის თქმის საბაბს მოგცემთ. ისე კი, მის ფორმებში “ლამბოს” სტილთან რაღაც საერთოს ალბათ შენიშნავთ.
სავარაუდოდ, ბაზისად „ლამბორგინის“ რომელიმე მოდელია გამოყენებული. Asfane-ს სიგრძე 4.6 მეტრია, სიგანე 2.05 მეტრი, სიმაღლე კი – მხოლოდ 1.15 მეტრი. შასი ძირითადად ალუმინის გამოყენებით დამზადდა, რაც შეეხება ძალურ დანადგარს, ის ელექტრულია და დაახლოებით 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ელექტრული ძალური დანადგარის მიუხედავად, ავტომობილს უკანა ზორბა დიფუზორის ორივე მხარეს, სამ-სამი გამოსაბოლქვი ამშვენებს.
FV-Frangivento თავისი ჰიპერ ავტომობილის შესახებ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს. არც იმას ამბობს, მის წარმოებას გეგმავს თუ არა.
smartbox.ge