EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« სექს-რობოტები, ღალატი თუ ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობის გარანტი? »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2017-10-15 23:28:15

სექს-რობოტები, ღალატი თუ ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობის გარანტი?

sex-dolls-robots

რობოტების ინდუსტრია იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე წარმოვიდგენდით. ინდუსტრიული საქმიანობის შემდეგ, სექს რობოტებმაც არ დააყოვნეს.

ერთ-ერთი ლიდერი კომპანია RealDoll, უკვე აწარმოებს რობოტებს რომლებსაც ეროგენულ ზონებში სენსორები აქვთ დამონტაჟებული, რასთან შეხების შემდეგაც გამოხატავენ სხვადასხვა რეაქციებს, იმახსოვრებენ მამაკაცის ქცევას და ცდილობენ შესაბამისად იმოქმედონ. ინდუსტრიას საკმაოდ სერიოზულად უყურებენ მსოფლიოში, ბარსელონაში უკვე არსებობს საროსკიპო, სადაც სილიკონის თოჯინები აკმაყოფილებენ მომხმარებლებს.

sex-dolls-robots


არაერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს საშიშროებაა ადამიანთა ურთიერთობისთვის, ხოლო მეორე კატეგორია კი თვლის, რომ ინდუსტრიის განვითარება ვერ შეცვლის ადამიანების ეროტიკულ ურთიერთობებს. ასევე არსებობს დამოკიდებულების რისკებიც. ცოტა ხნის წინ კი კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა მოსალოდნელი მკვლელობების შესახებ გაგვაფრთხილეს, აქტივისტები კი თვლიან, რომ სექს-რობოტები წაახალისებს ძალადობის კულტურას მამაკაცებში.

ბრიტანელ ფსიქიატრთა აზრებიც ორად იყოფა, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად ეს წყვილებს შორის ურთიერთობებს ხელს შეუწობს და სქესობრივი პრობლემებისგან გამოწვეული სტრესული და არასასიამოვნო მდგომარეობისგან დაიცავს, თუმცა ამავე აზრს მათივე კოლეგები არ იზიარებენ.

sex-dolls-robots


თუ ამ ყველაფერს მომავლის პერსპექტივაში შევხედავთ, რა მოხდება თუ ცოლი გადაწყვეტს ღალატის შემთხვევაში, ადვოკატებს მიმართოს ქონების გადანაწილების საკითხებში? იურისტ ნილ ბრაუნის განცხადებით, კანონის მიხედვით, სექს-რობოტთან ურთიერთობა არ ჩაითვლება ღალატად. ბრაუნს ეთანხმება ბრიტანელ ქალთა 40%-იც თუმცა გამოკითხულები ამატებენ, რომ არ ესიამოვნებათ და გაბრაზდებიან თუ მათი მეორე ნახევარი სექს-რობოტთან გააბამს რომანს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, ამ ყველაფერზე განვითარებასთან ერთად, მაგრამ ჯერ-ჯერობით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ სექსუალური ურთიერთობა რობოტთან, მაინც ლტოლვის დაკმაყოფილების საშუალებაა, რასაც ადამიანები ისედაც ახერხებენ, თუმცა ადამიანური ურთიერთობები ამ ყველაფერზე ბევრად მეტია. ჩვენ ერთმანეთში მოგვწონს, ხასიათი, ტემპერამენტი, ქცევა, რაც უბრალოდ დაპროგრამებული რობოტებისგან რადიკალურად განგვასხვავებს. ჯერ-ჯერობით ბაზარზე არ გამოჩენილა მამაკაცი რობოტები, მაგრამ სამომავლოდ არაფერია გამორიცხული.