EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მერცხლის ტატუს ახსნა - მნიშვნელობა »
კატეგორია: ყველაფერი ტატუზეავტორი: უშანგი სიხარულიძე
თარიღი: 2017-10-17 13:38:34
მერცხლების ტატუ წარმოადგენდა მეზღვაურების ისტორიულ სიმბოლოს, რომლითაც ამტკიცებდნენ თავიანთ სამეზღვაურო გამოცდილებას. ის ბრიტანეთიდან მომდინარეობს, და ის იყო ბარნ სვოლოუს იმიჯი, რომელსაც გამოსახული ჰქონდა მერცხლების ტატუ მკერდზე, ხელებზე და კისერზე. ერთი ლეგენდის თანახმად, მეზღვაურს, რომელსაც ერთი მერცხლის ტატუ ჰქონდა გამოსახული, გავლილი უნდა ჰქონოდა 9,260 კილომეტრი, ხოლო ის მეზღვაური, რომელსაც ორი მერცხლის ტატუ ჰქონდა გამოსახული, გავლილი უნდა ჰქონოდა 18,520 კილომეტრი ზღვაში. იმ დროისთვის ასეთი მანძილების გავლა დიდ სირთულეს და საშიშროებას წარმოადგენდა, ამგვარად ერთი ან მეტი მერცხლის ტატუ მეზღვაურის დიდ გამოცდილებაზე და ღირებულებაზე მეტყველებდა. მეორე ლეგენდის თანახმად, მერცხლის დაბრუნება იმავე ადგილას ბუდის გასაკეთებლად, მეზღვაურის შინ მშვიდობით და უსაფრთხოდ დაბრუნებას მოასწავებდა. მერცხალი, ასოცირდება სიყვარულთან და სიკეთესთან მეგობრების და ოჯახის მიმართ, ის აგრეთვე წარმოადგენს თავისუფლების და იმედის სიმბოლოს.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ხელის ზურგზე გამოსახული მერცხლის ტატუ აღნიშნავს სიძლიერეს და დაუმარცხებლობას.