EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გრინ-ქარდის მისაღებად შევსებული ყველა განაცხადი გაუქმდა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nina

თარიღი: 2017-10-17 19:53:12

გრინ-ქარდის მისაღებად შევსებული ყველა განაცხადი გაუქმდა

green-card

ლატარეა Green Card 2019 (DV 2019) მონაწილეობისთვის ონლაინ-რეგისტრაცია 2017 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა განაცხადების მიღებიდან 10 დღეში ცნობილი გახდა, რომ “ტექნიკური მიზეზების” გამო პროცესი შეჩერებულია და ყველა გაგზავნილი განაცხადი ანულირებული.

DV 2019-ზე განცხადებების გაგზავნის ახალი თარიღია 18 ოქტომმბრიდან 22 ნოემბრამდე. შეიცვალა ასევე ლატარეის შედეგების გამოცხადების თარიღიც. გახდით თუ არა გრინ-ქარდის მფლობელი, ამის შესახებ შეიტყობთ სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით 2018 წლის 15 მაისიდან, ნაცვლად 2 მაისისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული. ინფორმაციას ForumDaily ავრცელებს.

ცვლილებების შესახებ პირველმა ეკვადორში აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა და განმარტებები გააკეთა.

“ტექნიკური პრობლემა მდგომარეობს სისტემის ხარვეზში, ეს არ იყო გამოწვეული გარედან რაიმე სახის ჩარევის, ან სისტემის გატეხვის მცდელობის მიზეზით.”-აცხადებენ საელჩოში  და აღნიშნავენ, რომ პროცესის სამართლიანად წარმართვისა და ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფისთვის გადაწყდა, რომ განაცხადების მიღების თარიღი შეცვლილიყო.

დეპარტამენტი ავტომატურ რეჟიმში გაგზავნის ანულირების და ახალი ვადების შესახებ შეტყობინებას ყველასთან, ვინც განცხადება შეავსო 18 ოქტომბრამდე და მიუთითა საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

qronika.ge