EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „არსებობს საშუალება, რომელიც აზიურ ფაროსანას დაამარცხებს, მაგრამ ხელისუფლებას ფულის დახარჯვა არ უნდა!“ »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: ქართველი
თარიღი: 2017-10-17 20:27:20
ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, არსებობს ბიოლოგიური მეთოდი, რომელიც მავნებლის რიცხოვნობას დაარეგულირებს. ამ საქმეში საჭიროა ენტომოლოგების ჩართვა, თუმცა სახელმწიფოს ამ მიმართულებით ფულის ხარჯვა ენანება.
– აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ხელისუფლება სუსტი და დანაშაულებრივად გულგრილი აღმოჩნდა. ეს მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2015 წელს გამოჩნდა, აქედან მოყოლებული, ორი წელი ისე გავიდა, რომ პრაქტიკულად, თეორიული მსჯელობისა და უცხოეთში ვიზიტების გარდა, ხელისუფლებას ამ მიმართულებით კონკრეტული ქმედებები არ განუხორციელებია. თავიდანვე არც შეწამვლა დაიწყეს და ბრძოლის ეს მეთოდი გვიან განახორციელეს, არც სხვა მეთოდები მოუძიებიათ, რომელიც სავარაუდოდ, ხელმისაწვდომია და რომელიც გულისხმობს ამ პროცესში ენტომოლოგების ჩართვას. ამაზე დღემდე ერთი თეთრი არ დახარჯულა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ საკითხზე დებატებიც მომიწია, მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციების გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. თავის მართლება იმ მოტივით, რომ სააკაშვილს დაუხურია ბევრი კვლევითი დაწესებულება, დახურის პირას მიუყვანია მათ შორის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი და ენტომოლოგიური დაწესებულებები, ეს არის უსუსრი, სამარცხვინო თავის მართლება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამის შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ამ პერიოდში თითი თითზე არ დაუკარებია ხელისუფლებას საიმისოდ, რომ გაეძლიერებინათ ეს მიმართულება. ჯერ ერთი, გვაინ დაიწყეს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და იმაზე საუბარი, რომ ახლა ამერიკელებთან ერთად ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას, ეს არის აბსურდი. ორი წელი ხომ დააგვიანეს, მესამე წელსაც გვიან დაიწყეს მოქმედება ამ მიმართულებით, ისიც ქაოტური და არაადეკვატური. დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის შედეგად, შიმშილობის ზღვარზე დადგა ათასობით ოჯახი სწორედ ამ დანაშაულებრივი გულგრულობის გამო. მომავალ წელს ანალოგიური პრობლემა კახეთსაც ემუქრება.
– თქვენ რა მეთოდებს გულისხმობთ, როგორ შეიძლება სხვაგვარად ამ პრობლემის მოგვარება?
– არსებობს ძალიან ეფექტური ბიოლოგიური საშუალება, რომლის გამოყენება არის გაცილებით უსაფრთხო და ამასთანავე, გაცილებით ეფექტური. მით უმეტეს, საქართველოში ამის გამოცდილება გვაქვს. ყველა ტიპის ორგანიზმს ჰყავს თავისი მოწინააღმდეგე ანტიპოდი, რომელიც არეულირებს მის რიცხოვნობას. ამ მიმართულებით, რატომ არ ტარდება კვლევა?! რატომ არ მოაქვს აზიურ ფაროსანას მაგალითად, აზიაში ასეთი კატასტროფული შედეგები? – იმიტომ, რომ იქ დამყარებულია ბუნებრივი ეკოლოგიური ბალანსი და არის მოწინააღმდეგე, რომელიც მავნებლის რიცხოვნობას არეგულირებს. შესაბამისად, აქაც შეიძლებოდა პოტენციური მოწინააღმდეგის შემოყვანა.
– ამ საკითხზე საზოგადოებას რატომღაც ენტომოლოგებისგან არ მოუსმენია…
– სამწუხაროდ, ისინი ერიდებიან ამაზე საუბარს, რადგან ვიცით, როგორ ექცევიან ღიად მოსაუბრე ადამიანებს. სწორედ ენტომოლოგების მიერ მოწვდილი ინფორმაციით ვიცი, რომ არსებობს 9 სახეობა, რომელიც შეიძლება პოტენციურად აღმოჩნდეს ეფექტური ამ მავნებლებთან ბრძოლაში, ანუ აზიური ბაღლინჯო შეიძლება გამოყენებული იყოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ოღონდ ამას სჭირდება დამატებითი კვლევა. იმაზე საუბარი, რომ საქართველოში ენტომოლოგიური დაწესებულება საერთოდ არ არსებობს და ის სააკაშვილმა დახურა, გასაგებია, მაგრამ ჯერ კიდევ სახეზე არიან მეცნიერები, რომელთა ჩართვა ამ საქმეში აუცილებელია. ვირუსოლოგებისა და სხვა მომიჯნავე სპეციალობის წარმომადგენლების ენტომოლოგებად გასაღების მცდელობა და ყოველგვარ კვლევაზე უარის თქმა, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან გულგრილობაა.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყენებენ შესაბამისი სტრუქტურები ენტომოლოგების გამოცდილებას?
– იმიტომ, რომ ფული არ ემეტებათ, როდესაც მეცნიერებაზე და კვლევაზეა საუბარი! მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ყოველდღიურად გვესმის, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ძალიან დიდი მადლობა, რომ აკეთებს, მაგრამ როდესაც საქმე ათიათასობით ადამიანის გადარჩენას ეხება, ამ დროს სახელმწიფო ერთ თეთრს არ ხარჯავდე მეცნიერულ კვლევებზე, რა შეიძლება ამას ეწოდოს?!
meotkhe.ge