EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბირთვული ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-10-19 22:20:53

ბირთვული ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს

კიმ ინ რენ

კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება კრიტიკულია, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში,  კიმ ინ რენმა.

“ბირთვული ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს”, განაცხადა რენმა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს კონვენციას ბირთვული იარაღის მთლიანი აკრძალვის შესახებ, მაგრამ ახლა მასზე უარს ვერ იტყვის.

“სანამ აშშ, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღით ემუქრება და აშანტაჟებს, უარყოფს ბირთვული იარაღის აკრძალვის შეთანხმებას, ჩრდილოეთ კორეა არ დათანხმდება ამ შეთანხმებას”, განაცხადა კიმ ინ რენმა.

“აშშ-ს მთლიანი ტერიტორია ჩვენი რაკეტების ზონაშია და თუ აშშ გაბედავს და სანტიმეტრით მაინც შემოიჭრება ჩვენს წმინდა მიწაზე, ისინი ვერ აცდებიან ჩვენს სასტიკ სასჯელს”, – დასძინა დიპლომატმა.

 

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მკაცრი სანქციები აღმოჩნდა.

შეზღუდვებს მხარი დაუჭირა რუსეთმაც – 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას.

 

infonews.ge