EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბორდელი გერმანიაში, სადაც ქალების ნაცვლად კლიენტებს სექს-თოჯინები ემსახურებიან »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-10-21 12:01:59

გერმანიაში გაიხსნა ბორდელი, სადაც ქალების ნაცვლად კლიენტებს სექს-თოჯინები ემსახურებიან

sex dolls

გერმანელმა ეველინ შვარცმა ქალაქ დორტმუნდში გახსნა ბორდელი, რომელიც კლიენტებს მეძავების ნაცვლად სექს-თოჯინებს სთავაზობს. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

კლიენტებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ სიმაღლის, თმის ფერისა და მკერდის სიდიდის მიხედვით. თოჯინასთან დროის გატარება კლიენტს ერთი საათი 80 ევრო დაუჯდება.

შვარცის თქმით, დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ადამიანი მიდის, ესენი არიან უმეშევრები, რომლებიც სახელმწიფოს დახმარების ხარჯზე ცხოვრობენ, მასწავლებლები, სპორტსმენები, მოსამართლეები და პოლიტიკოსებიც კი. არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცები ცოლებთან ერთად მიდიან, რომლებიც როგორც წესი, ქმრებს ავტომობილში ელოდებიან, ვიდრე მამაკაცები თოჯინებთან ერთობიან.

ერთი დღე-ღამის განმავლობაში ერთ თოჯინას 12 კლიენტი ჰყავს. შვარცი ამბობს, რომ ყველაზე პოპულარული თოჯინა დაზიანდა და მისი გამოცვლა მოუწია. ის თოჯინებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელ მწარმოებლებს უკვეთავს და თითოეულ მათგანში ორი ათასამდე ევრომდე იხდის.