EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თანამშრომელს ასე ახასასიათებენ საკუთარი ხელმძღვანელები: საქმე არ იცის, მაგრამ ჩვენიანია, იმის ბიძაშვილია, ბლომად ღვინოს სვამს, ჯიგრიანი ბიჭიაო...“ - ლაშა ამირეჯიბი »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-10-21 12:46:44

თანამშრომელს ასე ახასასიათებენ საკუთარი ხელმძღვანელები: საქმე არ იცის, მაგრამ ჩვენიანია, იმის ბიძაშვილია, ბლომად ღვინოს სვამს, ჯიგრიანი ბიჭიაო ლაშა ამირეჯიბი

ლაშა ამირეჯიბი

„თანამშრომელს ასე ახასასიათებენ საკუთარი ხემძღვანელები: საქმე არ იცის, მაგრამ ჩვენიანია, იმის ბიძაშვილია, ბლომად ღვინოს სვამს, ჯიგრიანი ბიჭიაო...“ - ლაშა ამირეჯიბი სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს.

„ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ აუარება საქმე გასაკეთებელი..! არაპროფესიონალიზმის აპოთეოზია ქვეყანაში!!.. თანამშეომელს ასე ახასასიათებენ საკუთარი ხემძღვანელები კერძო საუბრებში: კარგი ბიჭია. საქმე არ იცის, მაგრამ ჩვენიანია, იმის ბიძაშვილია, ბლომად ღვინოს სვამს, ჯიგრიანი ბიჭია, კარგად შეეწყო კოლექტივს, ხელფასს იღებს, არაფერს არ აფუჭებს არის თავისთვის... დაავალებ გააკეთებს, გააგზავნი, უარს არ გეტყვის.. ოღონდ ძალიანაც არ უნდა გადატვირთო ...ბუნჩულა ბოვშია!. პატიოსანი ბიჭია.. ფუსფუსებს თავისთვის, არაფერს აშავებს. პროფესიით რა არის? ვენერელოგი, მაგრამ ეკონომისტის შტატი უჭირავს. ეტყობა, არც მაგ საქმეში ივარგა. ნუ, რა ვქნა, არ მაქვს ეკონომიკის სამინისტრიში ვენეროლოგის შტატი.. .მთხოვეს და რა მექნა, სხვა გზა არ მქონდა, მივიღე. ჩემი რა მიდის, ჯიბიდან ხომ არ ვუხდი ხელფასს? სახელმწიფო უხდის. კისერი უტეხია ბიუჯეტს. მთავრობამ იდარდოს.. თორემ მე რა მაქვს სადარდებელი? ვიცი, რომ უვიცი და შტერია, მაგრამ არ მიიღებ, მოგხსნიან და ისეთ გაიძვერა პროვინციალ-გლეხოჭუას დანიშნავენ, რომელიც უკანალსაც სიამოვნებით აულოკავს და მონადაც სიხარულით დაუდგება ჩემს ზემდგომს...

როდის მომთხოვეს ჭკვიანი, მცოდნე და ქალაქელი მიიღეო? ჭკვიანი და მცოდნე ადამიანები არ გვჭირდება ჩვენ... ბატონო! ჭკვიანს ქვეყნის აღმშენებლობის პრეტენზია გაუჩნდება. და ააშენებს კიდევაც, თუ მიუშვი იალაღზე, მაგრამ მითითება, რომ გვაქვს გამოღმიდან, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი იდიოტი, ბრიყვი და უსწავლელი, რომ მალე დავაქციოთ ეს დაბეთშავებული, გადაშენების პირას მყოფი ქვეყანა. ე, მასეა ეს ამბავი, ჩემო ბ-ნო და შენ კი, ჩემო მეგობარო, მთავაზობ, რომე მწიგნობარი, განათლებული და ინტელიგენტი ახალგაზრდებით დააკომპლექტე სამინისტრო. ჭკვიანი და მცოდნე რთული სამართავია, ბრიყვი და შტერი უსიტყვოდ გემორჩილება, აბაა.! აი ასეთია დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ. იდიოტები, მუდრეგები და უვიცები ბიუჯეტს მუსრს ავლებენ, ჩვენ კი მას მორჩილად ვავსებთ! საქმის მცოდნე ადამიანები ან ბაზრობაზე დგანან და ვაჭრობენ ანდა უცხოეთს შეაფარეს თავი და ვიღაც მდიდარი უცხოელის მოხუც დედას ფუშფუშა უკანალს ბანენ დღეში ორჯერ და კაპიკებს უხდიან, რაც არცთუ ისე სასიამოვნო საკეთებელია. ...ანდა შუაღამისას რომ არავინ დაინახოს ნაგვის ბუნკერებში სარჩო-საბადებელის ძებნაში, ნაგავში ჯოხით ქექვაში დაათენდებად ხოლმე..

P.S. ნეტა როდის მოვა ის დრო, რომ პროფესიონალებით და ჭეშმარიტი ქართველებით დაკომპლექტება ჩვენი ხელისუფლება და არამარტო...“- წერს ლაშა ამირეჯიბი. 

 

sazogadoeba.ge