EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ფლაერები რესტორნებისა და კაფეების მენიუში განთავსდება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-10-21 15:45:30

თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ფლაერები რესტორნებისა და კაფეების მენიუში განთავსდება

no-smoking

რესტორნებისა და კაფეების მენიუებში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ფლაერები გამოჩნდება. ინფორმაციას bpi-ზე დაყრდნობით, Commersant-ი ავრცელებს.
როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე განმარტავს, ფლაერების მენიუში განთავსება საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. მისი თქმით, ალიანსს სურს, თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 1 მაისამდე) საზოგადოების ცნობიერებისა და ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი.
ფლაერები ქვეყნის მთავარი ქალაქების რესტორნებისა და კაფეების მენიუში იქნება ჩადებული.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გარკვეული მუხლები 1 მაისიდან შევა ძალაში. ეს უპირველესად სამასპინძლო ბიზნესსა (კაფე-რესტორნებში) და დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას გულისხმობს.