EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მსოფლიო ანტიბიოტიკების აპოკალიფსის წინარე ფაზაშია - ბრიტანელი ექსპერტები მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებენ »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Niko

თარიღი: 2017-10-21 15:52:14

მსოფლიო ანტიბიოტიკების აპოკალიფსის წინარე ფაზაშია - ბრიტანელი ექსპერტები მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებენ

UK health experts warn of post antibiotic apocalypse

სამედიცინო ექსპერტების პროგნოზით, კაცობრიობა „ანტიბიოტიკების აპოკალიფსის“ წინარე ფაზაში იმყოფება, - ამის შესახებ The Telegraph და სხვა მედიასაშუალებები წერენ.

მედიკოსების ვარაუდით, 2050 წლიდან მსოფლიოში, ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი, შესაძლოა, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის გამო დაიხოცოს.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ, ბრიტანელმა სამედიცინო ექსპერტებმა მსოფლიო ლიდერები მიიწვიეს და მოუწოდეს, რომ გააძლიერონ მუშაობა, პრობლემის გადასაჭრელად.

მათი განმარტებით, ანტიბიოტიკების გარეშე გართულდება ინფექციებთან ბრძოლა. გარდა ამისა, სიმსივნის და სხვა რთული დაავადებების მკურნალობა თუ უბრალო სამედიცინო მანიპულაციები გახდება ძალიან სარისკო.

როგორც ექიმები განმარტავენ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ დადგა კაცობრიობა ასეთი საფრთხის წინაშე ისაა, რომ ადამიანები ხშირად იმ ანტიბიოტიკებს იღებენ , რომელიც არ სჭირდებათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისინი ხშირად თვითნებურად ან ექიმის არასწორი დანიშნულების საფუძველზე იღებენ.

„თუ ანტიბიოტიკები დაკარგავენ ეფექტურობას, ეს იქნება თანამედროვე მედიცინის დასასრული“, - ამბობს ბრიტანეთის მთავარი ექიმი სალი დეივისი.

ამ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველი სამოქმედო გეგმის შემუშავება ქვეყნების 85%-მა დაიწყო, თუმცა პროგრამის დაფინანსებაზე ჯერ მხოლოდ 5%-მა იზრუნა.

 

 

ghn.ge