EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« არასოდეს დაკარგო რწმენა - ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ... »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-10-22 20:05:29

არასოდეს დაკარგო რწმენა ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ

macxovari

არასოდეს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ.. გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის.. მშვიდად შეეგებე ყველა განსაცდელს, ლოცვით უსმინე უფლის ხმას და მიჰყევი მის გზას.. გახსოვდეს – “არ არსებობს “აღდგომა” “გოლგოთის” გარეშე..”
ძნელია ადამიანობა.. ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა.. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი, უფლის სინათლე..
 
ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა.. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი..
 
macxovari
 
მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო “სიყვარულისთვის სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის – მადლიერება.. ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს..” ყველა ადამიანში არის ისეთი რაღაც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს იგი.. და ეს რაღაც უფლის ხატებაა, რომელიც სულის თვალით უნდა დაინახო..
“უფალმა ჩვენ ნატვრისთვალი გვაჩუქა და ეს ნატვრისთვალი ჩვენს გულშია დამალული.. და თუკი გავითავისუფლებთ სულს ყოველგვარი მანკიერებისგან, შევიყვარებთ ღმერთს, ერთმანეთს, სიცოცხლეს, მთელ სამყაროს უსაზღვროდ, ამ ნატვრისთვალსაც ვიპოვით..” სულის სიმშვიდეს, ბედნიერებას ვიპოვით..