EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საქართველოში იმპორტირებული ქათმების 90% დაშპრიცულია »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2017-10-28 13:01:56
„იაფფასიანი ქათმის ხორცის იმპორტის შედეგად, საქართველოში ქათმის წარმოება მცირდება“, - ამის შესახებ გადაცემაში „საქმის კურსი“ კომპანია „ჩირინას (ბრენდი „ბიუ-ბიუ“) დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ქართული პროდუქცია დაბალხარისხიან იმპორტირებულ საქონელს კონკურენციას ვერ უწევს.
„სავაჭრო ქსელებში იყიდება ქათმები, რომლის იდენტიფიკაცია და მიკვლევადობა ნულის ტოლია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მსგავსი პროდუქცია არ შეიძლება იყიდებოდეს. ზოგჯერ ქვეყანში შემოდის ისეთი ქათმები, რომლებიც პარკებშია და ქართული წარწერა საერთოდ არ აქვს. ესაც კანონდარღვევაა. ასეთი ქათმები ძირითადად დაბალ ფასშია და კონკურენციას უწევს ადგილობრივ წვრილ წარმოებას, რომელიც „ა“ კატეგორიის ფერმერულ ქათამს აწარმოებს და საკმაოდ გემრიელია. თუმცა ისინი მცირე ფერმერები არიან, რომელთაც 5000 ქათამი ჰყავთ და წარმოება შედარებით ძვირი უჯდებათ. შესაბამისად, იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ და მათი წარმოების შემცირება ხდება“, - აღნიშნავს ვაშაკიძე.
მისივე თქმით, იმპორტირებული ქათმის პროდუქციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
„მათი 90% დაშპრიცულია, ანუ სითხე არის სპეციალურად შეყვანილი, რითაც მოცულობა, წონა იზრდება. ამით მომხმარებლის მოტყუება ხდება. თანაც, მოგეხსენებათ, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა. როცა არსებობს არჩევანი, ექვსლარიან და ორლარნახევრიან ქათამს შორის, ადამიანი უპირატესობას დაბალფასიანს ანიჭებს. თუმცა ხარისხს რაც შეეხება, მსგავსი ქათმის ხორცის მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია. დაშპრიცვის დროს, მათში სუფთა წყალი არ შეჰყავთ. ისეთი სითხეს შედის, რომ თანაბრად გაიყინოს და წყალი არ ჩანდეს“, - განმარტავს ვაშაკიძე.
კითხვაზე, რატომ არ ხდება ქათმის ხორცის პროდუქციის იმპორტის კონტროლი, „ბიუ-ბიუს“ მწარმოებელი პასუხობს: „პრობლემის შესახებ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ინფორმირებულები არიან. ჩემი აზრით, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, რადგან მსგავსი პროდუქცია ბაზარზე არ უნდა იყოს“.
commersant.ge