EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Nina
თარიღი: 2017-10-28 13:12:50
მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსს“ რამდენიმე ახალი ნორმა ემატება, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ წარუდგინეს. კერძოდ, 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.
წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.