EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გაზზე მომუშავე ყველა მანქანა, 2018 წლის პირველ იანვრამდე, ახალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Nina
თარიღი: 2017-11-04 12:05:19
კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა მანქანების უმეტესობას შესაბამისი შემოწმება გავლილი არ აქვს.
შპს „აირბალონი“ ერთადერთი აკრედიტირებული ცენტრია ამ დროისთვის, რომელიც გაზზე მომუშავე მანქანების უსაფრთხოებას ამოწმებს და შესაბამის საბუთსაც იძლევა, რომლის გარეშეც ყველა მძღოლი დაჯარიმდება.
კანონის ამოქმედების თარიღი ახლოვდება, თუმცა ცენტრში დიდი აქტიურობა არ არის.
„ველოდებოდი, რომ დღეში 20-25 მანქანას მივიღებდით, თუმცა დღეში 5–დან 8 მანქანამდე ვემსახურებით. ყველა ერთ აზრზეა – დეკემბერში მოვალთო. დეკემბერში კატასტროფა გველოდება ალბათ“, – განაცხადა “აირბალონის” გენერალურმა დირექტორმა, ნონა ქართველიშვილმა.
ქართველიშვილის თქმით, ამ საბუთის გარეშე, ვერც ერთი გაზზე მომუშავე მანქანა ტექ. დათვალიერებას ვერ გაივლის.
„როცა იცი რომ იწყება დიდი ტექ. დათვალიერება და ვერ გახვალ ამის გარეშე, რატომ უნდა გადადო შემოწმება ბოლო დღემდე?”, – ამბობს ნონა ქართველიშვილი.
აკრედიტებულ ცენტრში მისვლისას, მოწმდება გაზის ბალონის მდგომარეობა და მძღოლს აძლევენ რეკომენდაციებს თუ რისი გაკეთება არის საჭირო. ამასთან, ცენტრთან არსებულ ე.წ. ბოქსში შესაძლებელია ყველა მომსახურების მიღება.
სურვილის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია, სტანდარტების შესაბამისად, გაზის ბალონი სხვა კომპანიაში დააყენოს და შემდეგ კვლავ “აირბალონს” მიმართოს საბუთის მისაღებად.
როგორია ახალი სტანდარტებით დამონტაჟებული გაზის ბალონი:
ბალონი უნდა იყოს ვადიანი.
სალტეები (რითაც ბალონია შეკრული) უნდა იყოს რეზინის სარჩულით.
გაზის ბალონის დამტენი გარეთ უნდა იყოს გატანილი და გოფრირებულ შლანგში ჩასმული (ამ პროცედურას 15-20 წთ სჭირდება)
ბალონი უნდა გასუფთავდეს ზეთისგან და ტექნიკური ნარჩენებისგან, ასევე დაიტესტოს წყლით (იხსნება, ირეცხება და იტვირთება წყლით 300 ატმოსფეროზე – ეს მომსახურება ფასში შედის)
ამასთან აუცილებელია, რომ ავტომობილში მძღოლს, ცეცხლმაქრი ჰქონდეს.
ამ პროცედურების გავლის ან დაკმაყოფილების შემდეგ, ცენტრში საბუთს და ლოგოს უპრობლემოდ იძლევიან.
შემოწმების გავლა და საბუთის მიღება 130 ლარი ღირს.
ერთ-ერთ ცენტრში, სადაც გაზის ბალონებს ამონტაჟებენ, ამბობენ, რომ ბოლო დროს დამონტაჟებულ ბალონებსაც კი გადაკეთება ესაჭიროება, რაც დაახლოებით 70 ლარი ჯდება.