EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბიოლოგიური მტერი, იაპონური კრაზანაა, რომლის შემოყვანაც ეკოსისტემას დააზიანებს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Nina
თარიღი: 2017-11-06 22:50:10
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია წინააღმდეგია, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ.
„ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, რადგან ერთადერთი ბიოლოგიური მტერი, რომელიც ფაროსანას ჰყავს, იაპონური კრაზანაა, რომლის საქართველოს შემოყვანაც ეკოსისტემას დააზიანებს, ან რაღაცა ცვლილებას მოუტანს. ამიტომ ასეთ რისკებს ვერ გავწევთ, მით უმეტეს, საქართველოში მეფუტკრეობა მნიშვნელოვანი დარგია და სავარაუდოდ, ამას საფრთხეს შეუქმნის, თუმცა მეცნიერი არ ვარ და დასკვნას ვერ წარმოგიდგენთ. საერთო ჯამში, თანხები უნდა მოხმარდეს მასივების დამუშავებას, რადგან როგორც კი დათბება, ფაროსანას ველზე გამოსვლა დაიწყება და პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ ლიკვიდაცია ადგილზე მოხდეს”, – განაცხადა დანელიამ მედიასთან საუბრისას.
marshalpress.ge