EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ავტომობილის ტექდათვალიერების გარეშე მართვის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-11-07 22:38:16

ავტომობილის ტექდათვალიერების გარეშე მართვის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება

ავტომობილის ტექდათვალიერების გარეშე მართვის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა.
 
ცვლილებების თანახმად, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართვად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
 
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომელის ფარგლებშიც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო გახდება.
 
განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, საჭიროებს უფრო ეფექტური, გაზრდილი ფულადი ჯარიმის დაწესებას, ვინაიდან დღეის მდგომარეობთ, არსებული ჯარიმის ოდენობა – ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი, მსგავსი მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევისთვის ძალიან დაბალია.
 
 
marshalpress.ge