EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 20 ლარი უბილეთოდ მგზავრობისთვის და 100 ლარი BUS LANE-ზე მოძრაობისთვის - რა ჯარიმები წესდება დამრღვევი მძღოლისა და მგზავრის მიმართ? »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-11-07 22:46:59

20 ლარი უბილეთოდ მგზავრობისთვის და 100 ლარი BUS LANE-ზე მოძრაობისთვის - რა ჯარიმები წესდება დამრღვევი მძღოლისა და მგზავრის მიმართ?

bus-line

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმის ოდენობა 5-დან 20 ლარამდე იზრდება. ამასთან, წესდება ჯარიმა იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ, რომლებიც BUS LANE-ზე იმოძრავებენ. აღნიშნული ცვლილებები შედის  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წაერუდგინა. პროექტით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.

 

“მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია. დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

ამასთან, კანონპორექტის თანახმად იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ხშირია წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე და საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამის რეგულაციას. შემოთავაზებული ცვლილება ადგენს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით.

 

ამავე დროს, წარმოდგენილი ცვლილებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყო მათი მოპარვით, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

 

commersant.ge