EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სექსუალური ხასიათის კომენტარები, მიშტერება, სტვენა – სექსუალური შევიწროებაა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-11-08 23:15:56

პეტიციის თანახმად, სექსუალური ხასიათის კომენტარები, მიშტერება, სტვენა – სექსუალური შევიწროებაა

men-staring-at-woman

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით შექმნილი პეტიცია განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნაა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრა.
პეტიცია, რომელსაც ათასი მოქალაქე აწერს ხელს, პარლამენტში “ქალთა მოძრაობამ” 24 ოქტომბერს შეიტანა.
“საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”, – ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პეტიცია შემდგომი მსჯელობისთვისა გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა.