EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ინდოეთის დედაქალაქი მომაკვდინებელმა სმოგმა, მოსახლეობა კი პანიკამ მოიცვა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-11-12 14:23:22

ინდოეთის დედაქალაქი მომაკვდინებელმა სმოგმა, მოსახლეობა კი პანიკამ მოიცვა

smogedited-city

ინდოეთის დედაქალაქი პანიკამ მას შემდეგ მოიცვა, რაც დელის მოსახლეობას ქუჩებში სმოგის სქელი და ნაცრისფერი ფენა დახვდა.
 
 
როგორც BBC იუწყება, სმოგის გამო ქალაქში ხილვადობა გაუარესდა და დაბინძურების მაჩვენებელმა იმაზე სამჯერ მეტს მიაღწია, რაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ზოგიერთ ტერიტორიაზე დასაშვებ შეზღუდვად გამოაცხადა.
 
 
ინდოეთის სამედიცინო ასოციაციამ (IMA) „საგანგებო სამედიცინო მდგომარეობა“ გამოაცხადა და დაჟინებით მოსთხოვა მთავრობას, „გააკეთოს ყველაფერი ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.
 
 
მოსახლეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ნათლად ჩანს დელის მდგომარეობა.
 
 
smogedited
 
 
ჰაერის ხარისხის და ამინდის პროგნოზის და კვლევის ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, სამშაბათს დელის მოსახლეობა იძულებული იყო შეესუნთქა სმოგის უკიდურესად საზიანო რაოდენობა. მცირე მყარი ნაწილაკებისაგან შემდგარი ნივთიერების (რომელიც ცნობილია, როგორც  PM 2.5) დონეებმა, რომელიც ფილტვებში ღრმად შედის, სამშაბათს, დელის ზოგიერთ ადგილებში 1 კუბური მეტრის მოცულობაში 700 მიკროგრამამდე მიაღწია. 
 
 
IMA-მ ასევე განაცხადა, რომ ქალაქის მარათონი უნდა გაუქმდეს, რომელიც 19 ნოემბერს იგეგმებოდა.
 
 
დელის მთავარმა მინისტრმა, არვინდ კეჯრივალმა განათლების მინისტრს სკოლების რამდენიმე დღით დახურვა სთხოვა.
 
 
აქტივისტების განცხადებით, დელიში ეს პრობლემა წლების მანძილზე არსებობდა და ამ პრობლემის გადასაჭრელად ცოტა რამ გაკეთდა.
 
 
ქარის დაბალი სიჩქარე, მშენებლობებიდან წამოსული მტვერი და ფესტივალებზე აფეთქებული ფოიერვერკები უფრო ამძიმებს დაბინძურების დონეს და სიტუაციას.
 
 
მთავრობამ ოქტომბერში შეიმუშავა გეგმა, რომლის დახმარებითაც შეეცდებიან გადაჭრან არსებული პრობლემები.
 
 
გეგმა მოიცავს სატრანსპორტო აკრძალვებს და მთავარი ელექტროსადგურის დროებით გათიშვას. მიუხედავად ამისა, ამ ქმედებებს აქამდე შედეგები არ მოუტანია.
 
 
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას საკმაო დრო დასჭირდება.
 
 
guardian.ge