EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საქართველო თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციებისთვის ემზადება »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-11-18 13:01:18

საქართველო თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციებისთვის ემზადება

თამბაქო

2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, რომელთა თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" წევრები სარესტორნო ქსელების მფლობელებს შეხვდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
 
ალიანსის ხელმძღვანელებმა კაფე-რესტორნების მეპატრონეებს კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციებისა და მათი უფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა დისკუსიის ფორმატსაც მოიცავდა. განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს კაფეს მეპატრონე იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი კანონს არ დაემორჩილება და სიგარეტს მაინც მოწევს.
2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომელთა თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდება. დახურულ შენობებში, მათ შორის, კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებში თამბაქოს მოწევა 1 მაისიდან აიკრძალება. 
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს დაამტკიცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები 85 ხმით, ერთის წინააღმდეგ. ახალი რეგულაციები ეტაპობრივად ამოქმედდება. კანონპროექტის მიხედვით:
— 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის სრული აკრძალვა ამოქმედდება. გამონაკლისს წარმოადგენს ბარების და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, ქუჩა, სამორინე, საპატიმრო დაწესებულებები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და სიგარა-ბარები.
— 2018 წლის 1 იანვრიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი სხვა აღმნიშვნელი ელემენტის გამოყენება. ყველა დასახელების სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება.
 
— თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა ტიპის ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, გემი, თვითმფრინავი და სხვა) გარდა ღია კატერისა და ტაქსისა.
— თამბაქოს მოწევა იკრძალება სტადიონებზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.
— ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა.
შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის იურიდიული პირი თავდაპირველად 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში — 2 000 ლარით, ხოლო სისტემატური მოხმარებისთვის კანონდამრღვევი 5 000 ლარით დაჯარიმდება.
 
 
sputnik-georgia.com