EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლოგისტიკური ცენტრების $152 მილიონიანი პროექტი იწყება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-11-18 13:13:55

ლოგისტიკური ცენტრების $152 მილიონიანი პროექტი იწყება

ლოჯისტიკური ცენტრი

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. 

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია - აღმოსავლეთ საქართველოში(თბილისის ლოგისტიკური ცენტრი) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ასევე, მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება. 

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს (პირველი ფაზის ღირებულება 60.7 მილიონი), ხოლო ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება 72.5 მილიონს (პირველი ფაზა - 27.1 მილიონი). 

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა ცალკე თბილისის ლოგისტიკური ცენტრისა და ცალკე ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. შესარჩევი პროცესი წარიმართება რამდენიმე ფაზად, კერძოდ: პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას, მათ შორის ინფორმაციას კომპანიაზე, მის გამოცდილებაზე, ფინანსურ რესურსზე და მიმდინარე დავებზე. მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წამოდგენის შემთხვევაში, სამთავრობო კომისიის მიერ მოხდება რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, რომელთაც მომდევნო ფაზაზე წარედგინებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენის შესახებ (RFP). აღნიშნული წინადადებები უნდა მოიცავდეს სრულ ტექნიკურ და კომერციულ წინადადებებს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის, ოპერირებისა და ფინანსების მოზიდვის თაობაზე. 

ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 
ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 იანვარი, 14 საათი.
 
 
bm.ge
 
 

ლოგისტიკა

E. logistics მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება
L. logista სახელმწიფო კონტროლის ჩინოვნიკი
პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია საქონლის მოძრაობის, კლიენტებისთვის პროდუქციის მიწოდების პროცესის მართვის მიზნით, რომელიც მოიცავს აგრეთვე ნედლეულის მიწოდების, დაუმთავრებელი წარმოებისა და საწყობის მარაგის მმართველობით საქმიანობას.