EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ასტრონომებმა აღმაჩინეს ვარსკვლავი ზომბი, რომელიც არ კვდება »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2017-11-18 14:26:11
ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა ვარსკვლავი "ზომბი" აღმოაჩინა: კერძოდ, ეს არის ე.წ ზეახალი ვარსკვლავი, სახელწოდებით iPTF14hls-ი. ამის შესახებ გამოცემა Live Science წერს.
მეცნიერების თქმით, ამ ობიექტმა კატასტროფული აფეთქება განიცადა, რომელსაც ის უნდა გაენადგურებინა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და ის რამდენიმე ათეული წელია კაშკაშებს.
ზეახალი ვარსკვლავი iPTF14hls-ი პირველად 2014 წელს სან-დიეგოს ობსერვატორიის თანამშრომლებმა შენიშნეს. ის II-P-ს ტიპს მიეკუთვნება. კერძოდ, ობიექტი ჩაითვალა მასიურ ვარკსვლავად, რომელმაც მზის დიდი ენერეგიის გამოყოფის შედეგად გამოწვეული აფეთქების გამო არსებობა დაასრულა.
მსგავსი ზეახალი ვარსკვლავები როგორც წესი რამდენიმე თვეში ქრებიან. თუმცა 2015 წელს მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ობიექტი უფრო კაშკაშა გახდა. 100 დღის შემდეგ კი ვარსკვლავი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ის მხოლოდ 1 თვის წინ აფეთქდა, 2 წლის შემდეგაც კი ის საკმარისად კაშკაშა იყო.