EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ნაცმოძრაობის მიერ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ბოროტად გამოყენებით საქართველო ტერორიზმის სამიზნედაა ქცეული »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-11-25 19:10:02
სააკაშვილმა ფეთჰულაჰ გიულენის თხოვნით 3000 თურქს
საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, რომლებშიც ტერორისტული
ორგანიზაცია `რუხი მგლების~ წევრებიც მრავლად არიან
`ნაცმოძრაობის~ მიერ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ბოროტად გამოყენებით საქართველო ტერორიზმის სამიზნედაა ქცეული
გვესაუბრება კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორი შოთა აფხაიძე, რომელიც უცხოეთიდან თავად დაგვიკავშირდა.
– ბატონო შოთა, თქვენ ბრძანეთ, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში შექმნილი. კონკრეტული ფაქტები დაგვისახელეთ.
– საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოება დამოკიდებულია საგარეო და საშინაო ფაქტორებზე მოქალაქეობის მინიჭების – ნატურალიზაციის – კონტექსტზე. დღეს საქართველოს მოქალაქეობას ატარებენ პირები, რომელთა ვინაობა მათთვის მოქალაქეობის მინიჭების დროს პროცესუალური ნორმების დარღვევით მოხდა. უმეტეს შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციის და კანონის მოქალაქეობის შესახებ დარღვევის გზით. ეს პროცესი იმართებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალის სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
მიხეილ სააკაშვილმა 2005-2013 წლებში მოქალაქეობა მიანიჭა 53 ათასზე მეტ ადამიანს. 2012-2013 წლებში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით, 1316 უცხოელმა მიმართა, საიდანაც 75 განცხადება დაკმაყოფილდა. თავშესაფრის მაძიებელი უცხოელების ძირითად რაოდენობას აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.
სულ 2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 53 067 ფაქტი დაფიქსირდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს მიანიჭა. მათი რაოდენობა სულ 9626 ადამიანს შეადგენს.
2005-2013 წლებში ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის 40 100 მოქალაქეზე გაიცა, საიდანაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა 8791 პირზეა გაცემული, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა 31,309 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.
მნიშვნელოვანია, ციფრის დაზუსტებისას მხედველობაში მივიღოთ ერთი ფაქტორი, რასაც ხელისუფლება და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მალავენ - 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის 11 ათასზე მეტ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და ესენი, ძირითადად, რუსეთის ფედერაცის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლები არიან.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის 1088 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებული წესით მიანიჭა. აღნიშნული ბრძანებულება 2013 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით საკუთარი ინიციატივით ანიჭებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ სწორედ ამ გზით მიანიჭა მან მოქალაქეობა თურქეთის 1088 მოქალაქეს.
ზემოთხსენებული სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭება 2013 წელს სააკაშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ცნობილმა თურქმა პოლიტიკოსმა და მეცენატმა ფეთჰულა გიულენმა სთხოვა, რომელსაც მეტად საეჭვო რეპუტაცია აქვს. მან, ფაქტობრივად „ნიურჯლარის – „რუხი მგლების“ წევრებისთვის თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობა მოსთხოვა სააკაშვილს, რათა საქართველოში გადაადგილების ან სხვა სახის პრობლემები არ შექმნოდათ. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიანიჭა თავისი პრეზიდენტობის ვადაში, ფეთჰულაჰმა მას დამატებით 200-კაციანი სია გადასცა. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი გიულენმა სააკაშვილს მილიონობით დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა. ექსტრემისტი თურქები, რომლებსაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, დღემდე ბათუმში მოღვაწეობენ და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გიულენის მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შემოსული თანხებით უზრუნველყოფს.
მიხეილ სააკაშვილმა თურქული ნაღმი ტერორისტული ორგანიზაცია „რუხი მგლების“ სახით საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩადო. დღეისათვის სააკაშვილს 3200 ისლამისტი რადიკალი თურქი მებრძოლი ჰყავს საქართველოს მოქალაქის პასპორტით, რომლებმაც პროფესიულ დონეზე იციან, როგორ ჩააგდონ საქართველო საფრთხეში.
– ნაციონალები და მათი მომხრეები აცხადებენ – სააკაშვილმა აჭარა გაათავისუფლაო. საინტერესოა, ამ ინფორმაციის შემდეგ რას იტყვიან?
– მნიშნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის. ფაქტი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თურქეთს სრული ჰეგემონია მისცა აჭარაზე და ბათუმისა და თბილისის აეროპორტები თურქულ კომპანიას ჩააბარა. სწორედ ამ აეროპორტების დახმარებით მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დაჯგუფება „რუხ მგლებს“ იარაღით ამარაგებდა.
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარად შეინიშნება თურქეთის გამძაფრებული მადა, რომელიც აჭარას ჩაყლაპვას უპირებს. თურქებს აჭარაში გიულენისგან კარგად გაწვრთნილი და სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობამინიჭებული ტერორისტები ჰყავს, ხელთ უპყრიათ ყარსის შეთანხმება, ხოლო თურქეთის ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტში – „თურქთა აღთქმაში“, რომელიც დღემდე მოქმედებს, ბათუმი თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.
ხშირ შემთხვევაში, თურქი ისლამისტები ბიზნესით და მსხვილი ინვესტიციებით ნიღბავენ თავიანთ საქმიანობასა და ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, მაგალითად, თურქული კომპანია Mეტრო Aტლას Gეორგია, რომელიც უმსხვილესი Mეტრო Hოლდინგ-ის შვილობილია და სათაო ოფისიც სტამბულში მდებარეობს, ახორციელებს უმსხვილეს სამშენებლო პროექტს ბათუმის აეროპორტიდან 2 კილომეტრის დაშორებით. ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ სამშენებლო პროექტია, ხოლო თუ კარგად გავაანალიზებთ ამ პროექტის რეალურ მიზანს, იმთავითვე დავინახავთ უდიდეს საფრთხეს საქართველოსთვის შენელებული მოქმედების ნაღმის სახით.
– რა საფრთხეა ეს?
– საფრთხე გამოიხატება შემდეგში: ეს დასახლება, სავარაუდოდ, უნდა იქცეს რადიკალი ისლამისტების პლაცდარმად საქართველოში, სადაც ისინი ჩამოვლენ თურქეთიდან, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის არაბული სახელწიფოებიდან და აქ დასახლდებიან მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით.
– როგორც ამბობენ, ტერორისტული დაჯგუფებები და აგრესიის კერები არა მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე, საქართველოს სხვა კუთხეებშიც არსებობს...
– დიდი ხანი არ არის, რაც სირიის არაბთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა გენერალმა ვალიდ აბაზამ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ („ელის“) სამხედრო ბაზები არსებობს.
მან თქვა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ საბრძოლო მომზადებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საწრთვნელ ბანაკში გადიან, რომელიც საქართველოში, პანკისის ხეობაში მდებარეობს.
აბაზამ ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიის სამთავრობო ძალებზე „ბოევიკთა“ თავდასხმის დროს „ელის“-ის ერთ-ერთი მეთაური, აზერბაიჯანელი დაქირავებული როვშან ბადალოვი დაიღუპა. გენერლის თქმით, ბადალოვმა საბრძოლო წრთვნების კურსი სწორედ პანკისის ხეობაში გაიარა, ასევე რამდენიმე ათეულ ჩრდილო კავკასიელ მებრძოლს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ან განადგურებული იქნენ სირიის სამთავრობო ჯარების მიერ, აღმოაჩნდათ ქართული პასპორტები. როგორც სირიის ძალოვანი სტრუქტურები იუწყებიან, მსგავსი პასპორტით დაახლოებით 400-მდე ჩრდილო კავკასიელი ბოევიკი იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში ახრარ-ალ-შამში, ალ-ნუსრაში, სირიის თავისუფალი არმიაში და სხვა დაჯგუფებებში. ეს 400–მდე ბოევიკი სწორედ რუსეთის ფედერაციის, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდანაა, რომელთაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკური მიზნების გამო, უაპელაციოდ, განხილვის გარეშე, მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
_ ამ კუთხით სახელმწიფოს მიდგომა, რამდენადაც ვიცი, უფრო სერიოზული გახდა.
– 2015 წელს ამ საკითხზე სახელწიფოს მიდგომა გაუმჯობესდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე 1286 პირი აიყვანეს, ხოლო 1014-ს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალა. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი მოწმობს, თუ რამდენად მაღალია ისლამისტი რადიკალების მხრიდან მომდინარე საფრთხე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა შეადგინონ პოტენციური საფრთხის მატარებელი სუბიექტების, ანუ ტერორისტების სია, რაც, გარკვეულწილად, საქართველოდან სირიაში მებრძოლების გადინების შეჩერებას და შემოსვლას შეაჩერებს.
2016 წელს მებრძოლების გადინება, ფაქტობრივად, აღარ ხდება იმის გამო, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოცხადა, რომ დამატებითი ძალები აღარ სჭირდება. ამიტომაც, ბუნებრივია, ეს პროცესი შეწყდა. პირებს, რომლებიც იბრძოდნენ ისლამური სახელმწიფოს რიგებში უცხო ქვეყნებიდან უკან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება მოუწევთ.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართული სპეცსამსახურები ფინანსური თუ სხვა სახის დაინტერესების გამო აქტიურად თანამშრომლობდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის „კავკასიის ემირატის“ ბოევიკებთან. იგეგმებოდა ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ტერორისტულ-დივერსიული აქტები სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. ასევე საქართველოს ყოფილი ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ისლამისტ რადიკალებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ლაფანყურის მოვლენები კიდევ უფრო ამყარებს ამ ფაქტებს. გამომდინარე ამ გარემოემებიდან, ის სპეცსამსახურის მუშაკი, რომელიც თვითონ იყო კრიმინალური საქმიანობის თანამონაწილე, ნაკლებსავარაუდოა, რომ დღეს კეთილსინდისიერად დაიწყებს ბრძოლას იმ ტერორისტების წინააღმდეგ, ვისი მოკავშირეც თვითონ იყო.
ირანდა კალანდაძე
საერთო გაზეთი