EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მეორე ჩერნობილი, მოსახლეობა შველას ითხოვს - მალავს თუ არა რუსეთი ჩელიაბინსკში მძიმე რადიაციულ ფონს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2017-11-28 15:15:22

მეორე ჩერნობილი, მოსახლეობა შველას ითხოვს - მალავს თუ არა რუსეთი ჩელიაბინსკში მძიმე რადიაციულ ფონს

რუტენიუმ-106-ჩელიაბინსკი

რუსეთში, ჩელიაბისკის ოლქში და თავად ქალაქ ჩელიაბინსკში კატასტროფული ვითარებაა. რადიაციული გაჟონვის შედეგად ტერიტორიაზე ჩერნობილის კატასტროფაზე გაცილებით მძიმე სიტუაციაა. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა რუტენიუმ-106-ით დასხივების საფრთხის შემცველი დოზა მიიღო. დაბინძურების ზონა და ჩელიაბინსკი ალყაშემორტყმულია და ქალაქიდან გასვლის უფლება არავის აქვს.

2017 წლის 29 სექტემბერს ევროპის რადიოაქტიური მონიტორინგის ცენტრმა კონტინენტის ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერება რუტენიუმ-106-ის მომატებული დონე დააფიქსირა. თუმცა, 6 ოქტომბრიდან ელემენტის რაოდენობამ ატმოსფეროში იკლო და ნოემბრისთვის მონიტორინგის სადგურებში მისი არსებობის ფიქსირება შეწყდა.

ამავე პერიოდში, „როსჰიდრომეტცენტრმა“ ჩელიაბინსკის ოლქში აღნიშნული ნივთიერების 100-ჯერ გადაჭარბებული დონე დააფიქსირა. რადიაციული გაჟონვა ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა. მისი წყარო დღემდე უცნობია. არსებობს სამი ვერსია - 1. ბირთვული რეაქტორიდან გაჟონვა; 2. ტერიტორიაზე არსებული ქარხნების მიერ იონიზირებული გამოსხივების წყაროების გამოყენება, დამზადება ან უტილიზაცია; 3. ხელოვნური თანამგზავრის ჩამოვარდნა დედამიწაზე, რომელიც თერმოელექტრონულ გენერატორს იყენებს.
 
აღსანიშნავია, რომ ჩელიაბინსკის ოლქში ბევრი დახურული ქალაქია, მათ შორის ოზერსკი, სადაც ფუნქციონირებს საწარმო «Маяк»-ი რომელიც რადიაციულ კვლევებზე მუშაობს, ასევე ახდენს ატომური ელექტროსადგურებისა და ატომური წყალქვეშა ნავების მიერ გადამუშავებული ბირტვული საწვავის უტილიზაციას.
 
„როსჰიდრომეტცენტრმა“ განაცხადა, რომ ნივთიერება დასავლეთ ციმბირიდან სამხრეთ ურალის, კასპიის დაბლობის, ჩრდილოკავკასიისპირეთის გავლით ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გადაადგილდა და იტალიის გავლით ევროპაშიც გავრცელდა, თუმცა მალევე იკლო. დაბინძურება მოხდა ასევე თათრეთის რესპუბლიკაში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში.
რუტენიუმ-106-ჩელიაბინსკი
 
რუსეთის ოფიციალური პირები, ადგილობრივი სამედიცინო, სამართალდამცავი და საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით, საგანგაშო სიტუაციამ გაიარა, ჩელიაბინსკის ოლქის მცხოვრებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ.
 
„რადიაციული ფონი გაიზარდა, თუმცა, სახიფათო ზღვრამდე არ მიუღწევია,“ - აცხადებს ჩელიაბისნკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.
 
თუმცა, სხვადასხვა მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქმე სერიოზულ რადიაციულ დაბინძურებასთან გვაქვს და ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხეშია.
 
"გააზიარეთ ეს პოსტი! გვიშველეთ, გადაარჩინეთ ჩელიაბინსკის, კოპეისკის, კორკინოს და რეგიონის სხვა დასხლებების მოსახლეობა! ვიხრჩობით! რადიაციული ღრუბელი ისეთია, მეზობელ სახლებსაც ვერ ვხედავთ!" - ასეთი ხასიათის ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მოსახლეობა ფეისბუქისა და სხვა სოცქსელების მეშვეობით. ვრცელდება ასევე ფოტოები, სადაც ტერიტორიაზე სამართალდამცავთა საგუშაგოებია ასახული. ვრცელდება ასევე სატელეფონო ნომრებიც.
 
მედიასაშუალებები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ოლქში ჩერნობილის კატასტროფის ანალოგიური სიტუაციაა. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ვითარების დამალვას როგორც საკუთარი მოსახლეობისათვის ასევე მსოფლიო საზოგადოებისათვის, რადგან პასუხისმგებლობის აღების და მასობრივი არეულობის ეშინია.