EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ისრაელში 1500 წლის ქართული ეკლესიის მოზაიკა აღმოაჩინეს (ვიდეო) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Juloboy
თარიღი: 2017-11-28 15:58:25
ისრაელის სანაპირო ქალაქ აშდოდში არქოლოგიური გათხრებისას ქართული ეკლესიის ან მონასტრის 1,500 წლის ფერადი მოზაიკის იატაკის კარგად შემორჩენილი ნაშთები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Jerusalem Post ავრცელებს.
მოზაიკა აგვისტოში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს, რომელსაც თელ-ავივის არქეოლოგიის უნივერსიტეტის დირექტორი ალექსანდერ ფანტალკინი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად გათხრებში ასევე Leipzig-ის უნივერსიტეტის პროფესორი, ანგლიკას ბერლეჯუნგი მონაწილეობდა.
ეს ქართული მონასტრის ან ეკლესიის იატაკის ფრაგმენტია, რომელიც გეომეტრიული ნიმუშითაა მორთული. მოზაიკა ძველბერძნულ ენაზეა შესრულებული და ეპისკოპოს პროკოფის ეძღვნება. ასევე მშენებლობის თარიღზეც არის მინიშნება:
"უფლის მადლით, სამუშაოები წმინდა ეპისკოპოს პროკოფის თანხებით შესრულდა, დიოსის თვეში, 292 წელს",-წერს გამოცემა.
ებრაული უნივერსიტეტის დოქტორი ლეია დი სეგნი მიიჩნევს, რომ შენობა 539 წელს აშენდა, რაც ისრაელში ქართული კალენდრის ყველაზე ადრეულ გამოყენებაზე მიუთითებს.
ამავდროულად, ეს აღნიშნული პერიოდის პირველი ქართული შენობაა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე აღმოუჩენიათ. როგორც ისტორიკოსებისთვის ცნობილია, ქალაქი აშდოდი-ბიზანტიური ეპოქის მსხვილი სავაჭრო ქალაქი იყო. სიცოცხლის ბოლო წლები პეტრე იბერმა სწორედ ქალაქ აშდოდში გაატარა. აღმოჩენილი მოზაიკა შესაძლოა უძველეს ქალაქზე რეალური გავლენის მაგალითიც გახდეს.
ipress.ge