EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 800 მლნ ადამიანი რომელიც რობოტების გამო სამსახურს დაკარგავს »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2017-11-30 23:39:32
2030 წლისთვის რობოტიზაციის გამო შესაძლოა 800 მლნ-მდე სამუშაო ადგილი გაქრეს. როგორც უცხოური მედია წერს, რობოტების გამო 800 მლნ-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება, რაც საერთო, გლობალური სამუშაო ზალის 20%-ის ექვივალენტია.
აღნიშნულ დასკვნამდე McKinsey & Co-სექსპერტები მივიდნენ, რომლებმაც რობოტიზაციაში მიმდინარე მოვლნები და სამომავლო შედეგები დეტალურად გაანალიზეს.
კომპანიის ინფორმაციით, სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას.
კვლევების მიხედვით, სამსახურის გარეშე დარჩებიან ძირითადად დაზგებთან მომუშავე და ასევე ის პირები, რომლებიც სწრაფი კვების ობიექტებში არიან დასაქმებულნი.
McKinsey & Co-ში აცხადებენ, რომ თუ კი რობოტიზაციის არსებული ტემპი რაღაც მიზეზების გამო შენელდება, სამსახურის გარეშე მაინც 400 მლნ ადამიანზე მეტი დარჩება.