EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დამეხმარეთ, ჩემს სამშობლოში ირანელი მავიწროვებს-გოჩა ვარდოსანიძე »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-12-01 11:35:18

დამეხმარეთ, ჩემს სამშობლოში ირანელი მავიწროვებს-გოჩა ვარდოსანიძე
გოჩა-ვარდოსანიძე

საკუთარ სამშობლოში ჩემს უფლებებს უხეშად არღვევს ირანის მოქალაქე ბიზნესმენი მუსთაფა გუგუნანი. იგი სააკაშვილის რეჟიმის ჩინოვნიკების ხელშეწყობით პირდაპირ ეზოში შემომეჭრა და ჩემი სახლის გვერდით 25 მეტრი სიმაღლის კორპუსს აშენებს, სადაც ირანელების შესახლება იგეგმება! თუ უახლოეს მომავალში სამართალი არ იზეიმებს, იძულებული ვიქნები, დამპყრობელს, რომელმაც ჩემი ტერიტორია თანამედროვე შადიმანების ხელშეწყობით მიიტაცა, თავად გავუსწორდე! - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი  დიდი ხეივნის ქუჩაზე მცხოვრებმა გოჩა ვარდოსანიძემ:

- უცხოელები უკანონო გზებით ეუფლებიან საქართველოს მოქალაქეების უძრავ ქონებას, შემდეგ ერთმანეთზე ახდენენ გადაყიდვას, რათა თავი კეთილსინდისიერ მყიდველად წარმოაჩინონ და სამართლიანობის აღდგენა გაართულონ. მეც ასეთი მაქინაციის მსხვერპლი აღმოვჩნდი, რომელშიც უცხოელ ავანტიურისტებთან ერთად ჩართულები არიან ბანკირები და სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნები. ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩის 35 ნომერში მდებარე ჩემი ეზოს დიდი ნაწილი ჯერ უკანონოდ წამართვეს, ახლა კი, ახალი მფლობელი, ირანის მოქალაქე მუსთაფა გუგუნანი ყველა ნორმის უგულებელყოფით საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რომლის ბინები წინასწარ უკვე გაყიდული აქვს ირანელებზე და ცოტა ხანში ჩემს მამულში ყიზილბაშები იპარპაშებენ!

- ეზო როგორ წაგართვეს?

- გაჭირვების გამო უცხოეთში ვიმყოფებოდი. დედ-მამა მძიმე ავადმყოფები იყვნენ. შემატყობინეს, რომ ჩვენს სახლში მოსვლას მოუხშირა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი ბარამიძის მოადგილემ, გია კიკნაძემ, რომელსაც ოდესღაც, ბავშვობაში ვიცნობდი, მაგრამ მას მერე ურთიერთობა აღარ მქონია. მშობლებს მივწერე,  ნუ ენდობით და სახლში ნუ შემოუშვებთ მეთქი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მამაჩემმა ეს ნაკვეთი ოფიციალურად მაჩუქა. მოულოდნელად, 2012 წელს აღმოვაჩინე, რომ გია კიკნაძეს ჩემი ხელმოწერა გაუყალბებია, ნაკვეთი იპოთეკით დაუტვირთავს და ბანკ რესპუბლიკადან ოვედრაფის ხელშეკრულებით 100 ათასი დოლარი გაუტანია! დაუყოვნებლივ დავიწყე სასამართლო დავა, რადგან მე კიკნაძეს არაფერზე არ შევთანხმებივარ. თანაც, როცა ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, მამაჩემი ცოცხალი იყო და ჩემი ხელმოწერა  საერთოდ არ უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ ნაცებისგან მსგავსი თაღლითობა არ გამკვირვებია. 
 
- სასამართლოს არ მიმართეთ?

-სასამართლოში მითხრეს, ვიდრე სიმართლე გაირკვევა, ბანკი რომ არ დაზარალდეს, სესხი თავად დაფარეო. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე ეს უსამართლო განაჩენი.  პარალელურად, ექსპერტიზის ჩატარებას ვითხოვდი. ბანკსაც მივმართე, მაგრამ მიპასუხეს, რომ არ აქვთ უფლება, სხვის ხელშეკრულებაში ჩამახედონ. შემდეგ კი ბანკი რესპუბლიკა გაკოტრდა, ის თიბისი ბანკმა შეიძინა, სადაც მომხდარზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნეს.  ვიდრე რესპუბლიკა ბანკის ლიკვიდაცია მოხდებოდა, მითხრეს, პრობლემური სესხები გვაქვს და აღსრულებას უნდა გადავცეთ, თქვენი ნაკვეთი უნდა გაიყიდოსო. მივუგე - ამ საკითხზე სასამართლო მიმდინარეობს და არ გაქვთ უფლება მეთქი. მართლაც, აუქციონი შეწყდა, მაგრამ მოულოდნელად, შემატყობინეს რომ ინვესტორი გამოჩნდა და მიწა მაინც გამიყიდეს.

- ეს როგორ? ან ვინ იყო ინვესტორი?

- თავად ბანკის თანამშრომლებს შეუსყიდიათ. როგორც კი დავა დავიწყე, მაშინვე ირანის მოქალაქე მუსტაფა გუგუნანზე გადაყიდეს. ის კი მიმტკიცებს, რომ კეთილსინდისიერი მყიდველია და ნაკვეთზე 25 მეტრი სიმაღლის კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ბინები წინასწარ უკვე ირანელებისთვის აქვს მიყიდული. ჩემი სახლი ამ სადაო ნაკვეთის გვერდით,  ჩემს მფლობელობაში შემორჩენილ მცირე ნაკვეთზე დგას და კორპუსი ზედ  ფანჯრებთან შენდება. ამ უკანონო მშენებლობით არა მარტო ჩემი, არამედ ხეივნის ქუჩაზე მცხოვრები სხვა მეზობლების უფლებებიც ირღვევა, რომლებიც პროტესტს ჩემთან ერთად აქტიურად გამოხატავენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ... 

- ამჯერად თქვენ მუსტაფა გუგუნანს ედავებით?

- მუსტაფა, ეს თანამედროვე ირანელი დამპყრობელი - აშკარად კორუფციულ გარიგებაშია ხელისუფლებასთან. ვიდრე ექსპერტიზის პასუხი და სასამართლო გაჭიანურებულია - უკვე მოასწრო ჩემს ეზოში ნალოლიავები 52 ძირი მრავალწლოვანი ვაზის და მსხმოიარე ხეხილის აჩეხვა. მერია ამაზე ხმას არ იღებს. კორპუსის მშენებლობაზე ნებართვაც, ყოველგვარი ნორმების დარღვევებით  და გაყალბებულ ხელმოწერებზე დაყრდნობით არის გაცემული. მერიის იურიდიული სამსახური თავის მხრივ, პასუხს მიჭიანურებს და სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანას ვერ ვახერხებ. მუსტაფამ შემომითვალა, ადგილობრივ ხელისუფლებაში დიდი გავლენები მაქვს, ჩემსას მაინც გავიტანო. ჩემს სამსობლოში ირანელი მავიწროვებს. მირჩევს, ბრძოლა შევწყვიტო და ამის შემდეგ სამსახურის შოვნაშიც დაგეხმარებიო, ხოლო თუ არ გავჩერდები, მემუქრება, რომ გავლენიანი ჩინოსნების დახმარებით საერთოდ მშრალზე დამტოვებს. არ მესმის, საიდან, რა გზით ახერხებს უცხოელი, რომ საქართველოს მოქალაქესთან შედარებით უპირატესი უფლებით ისარგებლოს, თან, სასამართლოს მიმდინარეობა და კანონის აღსრულება გააჭიანურებინოს.  მერიის არქიტექტურის სამსახური არ ინტერესდება, რომ ნაკვეთი მტკვრიდან 90 მეტრით არის დაშორებული,  მიწის გრუნტი არის ქვიშანარევი, 0,8 მეტრის სიღრმეზე მუდმივად დგას მიწისქვეშა წყლები, ამიტომ გეოლოგების, გეოდეზისტებისა და ურბანისტების მხრიდან სიტუაციის გამოკვლევის გარეშე 25 მეტრიანი კორპუსის მშენებლობა სახიფათოა როგორც მომავალი ახალმოსახლეებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის!

- ახლა რას აპირებთ?

- რა უნდა ვქნა? მოვითხოვ, მერიამ ამ უკანონო მშენებლობაზე რეაგირება მოახდინოს, სასამართლოში სიმართლის გარკვევამდე მშენებლებს საქმიანობა  შეაწყვეტინოს! დღისით, მზისით, ჩემს ქვეყანაში ჩემი საკუთარი მიწა წამართვეს და ირანელს აჩუქეს! ვაზი ამიჩეხეს, ყოველდღე მამცირებენ, ექსპერტიზა დასკვნას მიჭიანურებს, სასამართლო - განაჩენს. ამასობაში კი, ირანელი ფანჯარასთან ცხრასართულიან კორპუსს მიშენებს! რით განსხვავდება ეს სიტუაცია შუა საუკუნეების ყიზილბაშთა თარეშისგან? ჩემზე ძალადობენ და თუ კანონის გზით  ჩემს უფლებებს ვერ დავიცავ, ისღა დამრჩება, ჩემი წინაპრებივით მეც იარაღი ავისხა, უცხოელ მომხდურებს და მათ მფარველ თანამედროვე შადიმანებს დავერიო და თავები დავაყრევინო!

      ესაუბრა ზაზა დავითაია

      წყარო: "ასავალ-დასავალი"