EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ალიასკის მალამუტი »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2017-12-01 18:10:13
სიმაღლე: ხვადი 59-64სმ, ძუ 52-58სმ.
წონა:ხვადი 34-39კგ, ძუ 30-34კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:8 წელი
წარმომავლობა: აშშ
წარმომავლობა
მალამუტი ჩრდილოეთის ძაღლია, მისი სახელი წარმოიშვა ალისკური ტომისგან მალემუტ.
ჯიშის აღწერა
მალამუტი საკმაოდ დიდი ჯიშის ძაღლია. განიერი თავით და აწეული ყურებით. მისი პატრონი უნდა იყოს გამოცდილი. სიძლიერის გამო მისი მოვლა მოხუცს და ბავშვს საკმაოდ გაუჭირდება. მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს ძალიან უყვარს სეირნობა და თამაში გამოირჩევა საკმაო ენერგიულობით. შეფერილობა ღია სერიდან შავამდე. აუცილებელია გახსოვდეთ რომ ამ ჯიშის ძაღლებს მუდმივად ცვივათ ბეწვი.მისი გაწვრთნა საკმაოდ ძნელია და ამიტომ აუცილებელია ეს საქმე გამოცდილ სპეციალისტს მიანდოთ. დიდი ზომების მიუხედავად საკვებს საკმაოდ ცოტას ჭამენ და არც პრეტენზიულები არ არიან.საკმაოდ კარგად იტანს ცივ კლიმატს, სიცხეში აუცილებელია მოუწყოთ ჩრდილი და მუდმივად უნდა ქონდეს წყალი.
ხასიათი
არის ძალიან ენერგიული და ძლიერი გონიერი და დამოუკიდებელი. ვერ ეგუება სხვა ცხოველებს, ადამიანებთან კი საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. მალამუტები არიან ძალიან მეგობრულები და უყვართ ხალხის კომპანიაში ყოფნა.
დანიშნულება
გამოიყენებენ როგორც სამგზავრო ძღლს ასევე პოლარულ ექსპედიციებში. ეზოს დაცვისთვის მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
ძაღლისთვის აუცილებელია ხშირი და ხანგრძლივი სეირნობა, რადგან არის უშრეტი ენერგიის მქონე.
ზოგადად ეს ჯიში ადვილად ეწყობა ადამიანს, მაგრამ ვერ იტანს , როდესაც ვინმეს ექვემდებარება და ხშირ შემთხვევაში არიან ძალიან ჯიუტები, ამიტომ მალამუტი ყოველთვის ცდილობს , ყველანაირ სიტუაციაში იყოს ლიდერი. რაც უფრო ადრე მიახვედრებს მფლობელი ძაღლს იმას თუ ვინ არის სახლში უფროსი მით უკეთესი იქნება მისთვის .
იმ შემთხვევაში თუ სახლში სხვა რამდენიმე ჯიშთან ერთად მალამუტიც გყავთ, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ იმაში რომ თქვენი ძაღლების ლიდერი სწორედ ის იქნება.
ადამიანებისადმი მალამუტები აგრესიას საერთოდ არ ავლენენ და სწორედ ამ მიზეზის გამო არ არის რეკომენდირებული მათი ეზოს დაცვისათვის გამოყენება.
მისი ძალის გამო , იგი გამოიყენებოდა ტვირთის მზიდავად . იგი თითქმის არასდროს არ ყეფს, სამაგიეროდ ხშირად წინაპრისაგან გადმოცემული ჩვევა– ყმუილი ახასიათებს.
კარგად გრძნობს თავს ოჯახურ გარემოში.