EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჯეკ რასელ ტერიერი »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2017-12-01 18:25:53
სიმაღლე მიდამოში:სასურველია 25-30სმ
წონა:56კგ
შეფერილობა:თეთრი შავი ან წითელი ლაქებით
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი(ავსტრალია)
მოძღვერმა ჯეკ რასელმა 19 საუკუნეში სხვადასხვა ტერიერის შეჯვარების გზით შექმნა ტერიერის ახალი ნაირსახეობა, რომელიც იდეალურად გამოდგებოდა მელიაზე და ტახზე სანადიროდ. ის წლების მანძილზე მონადირეებისთვის საყვარელი ტერიერი გახლდათ დროთა განმალობაში ამ ჯიშს მისი შემქმნელის ჯეკ რასელის სახელი უწოდეს. ჯეკ რასელ ტერიერს ფართო პოპულარობა გასული საუკუნის 90-იანი წლებში, მხატვრულმა ფილმმა : „ნიღაბმა" მოუტანა (სადაც მთავარ როლს სწორედ ჯეკ რასელ. ტერიერი : „მაილო" ასრულებს). ამ ფილმის გამოჩენისთანავე ჯეკ რასელით ბევრი ადამიანი დაინტერესდა და ის ერთ ერთი ყველაზე ელიტალურ-მოდური ძაღლი გახდა. 1994 წელს კი ჯეკ რასერ ტერიერი დამოუკიდებელ ჯიშად აღიარეს.
წარმომავლობა. ეს ჯიში გასულ საუკუნეში გამოიყვანა მღვდელმა მამა ჯეკ რასელმა, რომელიც სერიოზულად იყო დაკავებული ძაღლების მოშენებით.
ჯიშის აღწერა. ეს ჯიში არაა აღიარებული არც ერთი კინოლოგიური კლუბის მიერ, ამიტომაც არ არსებობს მისი ზუსტი სტანდარტი. ჯეკ რასელ ტერიერი რამდენადმე მოგვაგონებს ფოქსტერიერს, მაგრამ მას უფრო მოკლე ფეხები გააჩნია. სიმაღლე დაახლოებით 22 სმ. წონა – დაახლოებით 9 კგ. ჯეკ რასელ ტერიერის თვალები მუქია და ღრმად ჩასმული, ყურები ჩამოშვებულია, ფართოდ განთავსებული. შეფერილობა: თეთრი წითური ლაქებით დრუნჩზე და სხეულზე. არსებობს ორი ნაირსახეობა: გლუვბეწვიანი და უხეშბეწვიანი.
ხასიათი. ყველა დანარჩენი პატარა ტერიერის მსგავსად, ჯეკ რასელ ტერიერი ადრე გამოიყენებოდა წვრილ ნადირზე სანადიროდ, ამასთან, მონადირეები მას განსაკუთრებით აფასებდნენ იმ სისწრაფისათვისა და მოხერხებულობისათვის, რომლითაც მას შეეძელო ყველაზე ვიწრო სოროებშიც კი შეღწევა. თუმცა, ამჟამად, ეს საკმაოდ იშვიათი ტერიერია და, უმეტესწილად, ასრულებს კომპანიონის როლს.
გამოყენება. თავდაპირველად, ირლანდიური ტერიერი გამოიყენებოდა წვრილ ნადირზე სანადიროდ სოროებში შეღწევის უნარის წყალობით, აგრეთვე წყალში სანადიროდ წავზე და ონდატრაზე. ომის დროს ირლანდიური ტერიერები მუშაობდნენ ფოსტალიონებად. 1918 წელს, "კეთილშობილებისათვისა და უშიშარობისათვის”, ამ ჯიშს მიანიჭეს მედალი. ამჟამად, ირლანდიური ტერიერი – ძალზე პოპულარული კომპანიონი ძაღლია. იგი კარგად ადაპტირტება ნებისმიერ კლიმატთან და ქალაქის პირობებთან.
შენიშვნა. ჯეკ რასელ ტერიერი განსაკუთრებით პოპულარული იყო XIX საუკუნის შუა წლებში. მაგრამ ჯეკ რასელის სიკვდილის შემდეგ ძაღლების მოყვარულთა ინტერესი მის მიმართ დაეცა. თუმცა, ამჟამადაც ინგლისში არსებობენ ამ ჯიშის წარმომადგენლები ექსტერიერის ისეთი სიწმინდით, რომელზედაც ოცნებობდა თავად ჯიშის შემქმნელი.