EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უამრავი ბაქტერიის გადამტანი ბუზები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2017-12-02 13:30:18
ამერიკელმა ენტომოლოგებმა დაადგინეს, რომ ოთახისა და ხორცის ბუზები გაცილებით მეტი დაავადების გადამტანი მწერები არიან, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი, იუწყება BBC.
მათ 600-მდე სხვადასხვა ბაქტერიული დაავადების გადატანა შეუძლიათ, რაც დასტურდება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე. ამ ბაქტერიებიდან ბევრს ადამიანში პნევმონიის, ნაწლავური ინფექციების გამოწვევა, სისხლის მოწამვლაც კი შეუძლიათ.
სპეციალისტების ცნობით, ბაქტერიები ძირითადად მწერების ფრთებსა და ფეხებზე ბუდობენ - ფაქტიურად, ბუზის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მოცემულ ტერიტორიაზე ბაქტერიების დატოვებას ნიშნავს.
ექსპერიმენტის მიხედვით დადგინდა, რომ ოთახის ბუზს ბაქტერიის 351 სახეობის გადატანა შეუძლია, ხოლო ე.წ. ხორცის ბუზს 316 სხვადასხვა ბაქტერიის.