EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვისაუბროთ ქართულ ენაზე »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Sikharulidze
თარიღი: 2017-12-02 14:45:01
თუკი ერი თავის ენას რწმენას, კულტურას დაკარგავს ეს საბოლოო ჯამში თვითმყოფადობის დაკარგვაა რაც საბოლოო ჯამში ერის გადაშენებას გამოიწვევს. ბევრის გონება ისე ირყვნება და გაირყვნა რომ ღირსება დაკარგულები იდეოლოგიურად გახრწნილ და გარეწარ სუბსტანციებად ჩამოყალიბდნენ. მოდით ამ ეტაპზე ვისაუბროთ ბარბარიზმზე, მცირე სიტყვების განმარტებაზე, რომელმაც შხამივით გაიდგა ფესვები ქართულ ლექსიკაში :
სეილი - ფასდაკლება
იმპლემენტაცია - დანერგვა, ხორცშესხმა, განხორციელება, რეალიზაცია
სენსიტიური - ფაქიზი, საბრთხილო, მგრძნობიარე, სათუთი
კრედიბილური - სანდო, საიმედო, სანდომიანი
კონსისტენტური - მყარი, მდგრადი, მუდმივი
კონსისტენცია - შემცველობა, შემადგენლობა
კრეატიული - შემოქმედებითი
ადაპტაცია - შეგუება, მორგება
სმაილი - ღიმილი
ექსტრა - დამატებითი
ლეტალური - სასიკვდილო (Latin From lētum (“death; ruin”)lethal, deadly, fatal, mortal)
ფეიკი - ყალბი, ფსევდო
აბსორბირება - შეწოვა შესრუტვა
სუპერვაიზერი - ზედამხედველი
ეგზისტენციალური - არსებითი
მენეჯერი - მმართველი
ივენთი - ღონისძიება, წვეულება
მანუალი - სახელმძღვანელო, სიტუაციური სახელმძღვანელო
რეზიდენტი - მაცხოვრებელი, მცხოვრები
რელევანტური - შესაბამისი, შესაფერისი
რელაციური - ფარდობითი, დაკავშირებული
დატესტვა - გასინჯვა, შემოწმება
არტი - ხელოვნება
არტისტი - ხელოვანი
კორექცია - შესწორება, ჩასწორება
იმიჯი - გამოსახულება, გამოხატულება, სახე, გარეგნობა, ანარეკლი
მესიჯი - შეტყობინება
სტაფი - მომუშავე პერსონალი
ტრეინინგი - ვარჯიში, წვრთნა
ქასთინგი - შერჩევა
ვიზიტორი - მნახველი, სტუმარი
ოფცია - არჩევანი
ქარლაინი - საავტომობილო ზოლი
ნაბორი - ნაკრები, კომპლექტი
ტრანზიციური პერიოდი - გარდამავალი პერიოდი
სტიაშკა მოჭიმვა (ბეტონის, იატაკის მოსწორება)