EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მოთუშული ქათამი ესპანურად! გემრიელი და ჯანსაღი »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-03 12:36:45

მოთუშული ქათამი ესპანურად! გემრიელი და ჯანსაღი

Spanish Chicken Rice - ქათამი ესპანურად

ეს ქათმის კერძი ესპანურია და ბრინჯით, თეთრი ღვინითა და ბოსტნეულის ბულიონით მზადდება.
 
ინგრედიენტები:
 
1 ც. ბულგარული წიწაკა
2 ც. ხახვი
3 კბილი ნიორი
1,2 კგ. ქათამი
2 ს. კ ზეითუნის ზეთი
2 ჩ. კ პაპრიკა
200 გრ. ბრინჯი
175 მლ. თეთრი ღვინო
425 გრ. კონსერვირებული პომიდორი
450 მლ. ბოსტნეულის ბულიონი
1 ც. დაფნის ფოთოლი
75 გრ. ზეთის ხილი
მწვანილი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
 
1 გარეცხეთ წიწაკა, დაჭერით ოთხად და გაათავისუფლეთ თესლისგან. გაასუფთავეთ ხახვი და ბოსტნეული დაჭერით კუბებად. წვრილად დაჭერით ნიორი. გარეცხეთ ქათამი და გააშრეთ. დაჭერით 8 ნაწილად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ღრმა ტაფაში გაახურეთ ზეითუნის ზეთი და შეწვით მასში ქათამი მანამ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. მოათავსეთ დაბრაწული ქათამი ცალკე ჯამში.
 
2 ტაფაზე დაასხით ცოტაოდენი ზეთი და მოთუშეთ ნიორი, ხახვი და წითელი წიწაკა საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ პაპრიკა და ბრინჯი. თუშეთ რამდენიმე წუთით, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა. ჩაასხით მასაში თეთრი ღვინო და ამზადეთ ბრინჯი ასე 3 წუთი განმავლობაში.
 
3დაუმატეთ ბრინჯის მასას პომიდორი და დაფნის ფოთოლი. ჩაასხით ბოსტნეულის ბულიონი და მიიყვანეთ დუღილამდე. (თუ ცოცხალ პომიდორს იყენებთ, გათალეთ იგი).დააწყვეთ ბრინჯზე ქათამი, ჭურჭელს დაახურთ თავსახური ან დაფარეთ ფოლგით და შედგით 180 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში 50 წუთით. ბოლოს დაუმატეთ კერძს ზეთის ხილი, მწვანილი, მარილი, პილპილი და გააჩერეთ გამორთულ, გახურებულ ღუმელში კიდევ 5 წუთით.