EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბნელი მატერიის მაძიებელმა ჩინურმა კოსმოსურმა ზონდმა ძალიან საინტერესო სიგნალი დაიჭირა »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-03 13:16:00

ბნელი მატერიის მაძიებელმა ჩინურმა კოსმოსურმა ზონდმა ძალიან საინტერესო სიგნალი დაიჭირა

China’s Dark Matter

ჩინეთის მიერ კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრი DAMPE (ბნელი მატერიის ნაწილაკების მკვლევარი) ამ მოუხელთებელი მატერიის ძებნას აგრძელებს. ახლახან, ზონდის ინსტრუმენტებმა შეიგრძნეს რაღაც ისეთი, რაც მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა სულ ახლოს ვიყოთ ძალიან დიდ აღმოჩენასთან.

არა, ბნელი მატერია ჯერ არ გვიპოვნია, მაგრამ ვიპოვეთ ის, რაც შეიძლება მისი ინდიკატორი იყოს და უფრო ახლოს მიგვიყვანოს ამ იდუმალებით მოცულ მატერიასთან, რომელიც სამყაროს უდიდე ნაწილს შეადგენს.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ჯგუფმა DAMPE-ს მონაცემებში დამაინტრიგებელი ანომალია შენიშნა. თანამგზავრის მიერ შეგროვილი მონაცემები მოიცავს კოსმოსური გამოსხივების 1,5 მილიონ ელექტრონსა და პოზიტრონს, რომლებიც დაჭერილია უპრეცედენტოდ მაღალი რეზოლუციითა და მინიმალური ფონური ხმაურით.

„ის შეიძლება ბნელი მატერიის მტკიცებულება იყოს“, — უთხრა გამოცემა Science-ს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ასტროფიზიკოსმა ჩანგ ჯინმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ანომალიას შეიძლება ასევე იწვევდეს კოსმოსური სხივების ენერგიის რომელიმე სხვა წყარო.

supernovae

ელექტრონები წარმოადგენს მასალას, რომლისგანაც შედგება ყველაფერი, რასაც ვხედავთ, პოზიტრონები კი მათი ანტიმატერიული ასლებია.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი ენერგიის გაზომვისას შენიშნავენ გადაჭარბებას, რომელიც შეიძლება წარმოქმნილი იყოს სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკების (WIMP) დაშლით, რაც ბნელი მატერიის ერთ-ერთი ჰიპოთეტური ნიშანია.

როდესაც გრაფიკის შესაქმნელად ამ ნაწილაკების ოდენობა მათ ენერგიას შეადარეს,  წარმოიქმნა სუსტი მრუდი — მაგრამ თანამგზავრმა DAMPE-მ ამ მრუდში გარღვევა შენიშნა.

ტექნიკურად, მას სპექტრულ გარღვევას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი არაპირდაპირი მტკიცებულებები აქამეც გვინახავს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მკვლევრებმა მსგავსი ბგერა შენიშნეს.

როგორც მონაცემები მიუთითებს, იქ რაღაც არის ისეთი, რაც ენერგიის ამ სიგნალებს აფერხებს: სავარაუდოდ, ბნელი მატერიის დაშლა.

როგორც ხშირად ხდება, მეცნიერებს გაცილებით მეტი მონაცემი ესაჭიროებათ, რათა დაწრმუნდნენ.

საბედნიეროდ, თანამგზავრი DAMPE კიდევ ხუთ წელიწადს იფუნქციონირებს, შეაგროვებს კოსმოსური გამოსიხვების კიდევ 10 მილიარდამდე მონაცემს, შესაბამისად, უფრო ღრმად ჩავიხედავთ ენერგიის გამრუდების ამ უცნაურ ბგერებში.

მეცნიერებმა ჯერ ბოლომდე დაზუსტებით არ იციან თუ რა არის ბნელი მატერია — კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც DAMPE-მ შეიძლება პასუხი გასცეს. მაგრამ გრავიტაციაზე, სამყაროს მატერიაზე და კოსმოსში სინათლის გამრუდებაზე დაკვირვებების შემდეგ, ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ ის არის რაღაც ისეთი, რომელიც ფიზიკის კანონების შესაბამისად მოქმედებს.

თუმცა, მისი არსებობის დამტკიცება პირდაპირი დანახვის გზით, წარმოუდგენლად რთულია. თანამგზავრი DAMPE კოსმოსში და დეტექტორი XENON1T-ი მიწაში ძალიან ღრმად, იტალიაში — აქტიურად ცდილობენ ბნელი მატერიის მკრთალი ჭავლების შემჩნევას.

DAMPE-ს მსგავსად, XENON1T-იც ცდილობს მოუხელთებელ ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკების პოვნას — რომელიც ბნელ მატერიას წარმოქმნის და რომლის შესახებაც, ბევრი არაფერი ვიცით.
იმედი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბოლოსდაბოლოს მოხერხდება ნამდვილ მატერიაზე ბნელი მატერიის გავლენის გაზომვა კოსმოსში, ერთმანეთთან შეჯახებული ელექტრონებისა და პოზიტრონების გამოსხივებაში —საბოლოოდ შევძლებთ მასზე დაკვირვებას.

„კოსმოსური მიკროტალღური ფონის ექსპერიმენტების, მაღალი ენერგიის გამა-გამოსხივების გაზომვისა და სხვა ასტრონომიულ ტელესკოპთა მონაცემებთან ერთად, DAMPE-ს მონაცემები შეიძლება დაგვეხმაროს ბოლოსდაბოლოს ნათელი მოვფინოთ კავშირს პოზიტრონების ანომალიასა და ბნელი მატერიის ნაწილაკების ანიჰილაციას ან დაშლას შორის“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ფან იი-ჟონგი.

 

sciencemag.org