EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლიდერი ადამიანის დამახასიათებელი თვისებები »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2017-12-03 13:53:04
ისინი ცხოვრების მაგალითად მიიჩნევენ ისეთ სიტუაციებს, რასაც სხვები წარუმატებლობად თვლიან.
მათ ისევე ეშინიათ როგორც სხვებს, თუმცა არ ექცევიან შიშის ზემოქმედების ქვეშ.
ისინი სვამენ შეკითხავს იმისთვის, რომ რეალური პასუხი მიიღონ.
ისინი სხვას არ აბრალებენ თავიანთ შეცდომებს.
მათ ირგვლივ სწორად შერჩეული ადამიანები ჰყავთ.
არიან სამართლიანები, არ ეგუებიან ბედს და არასოდეს მიყვებიან დინებას.
ზუსტად იციან რისი მიღება სურთ ცხოვრებისგან და ცდილობენ კიდეც.
ისინი სწავლობენ მთელი ცხოვრება, ნებისმიერი ცხოვრებისეული გაკვეთილი მათთვის გაზრდას ნიშნავს.
ისინი თავს იზღვევენ ისეთი მოვლენებისგან, რომელიც ჯერ არ მომხდარა.
ისინი აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ მოცემულ სიტუაციაში იმის მიუხედავად, თუ როგორ გრძნობენ თავს.
ისინი მიდიან რისკზე — ფსიქოლოგიურზე, ფინანსურზე და პროფესიონალურზე.
ისინი არასოდეს გაურბიან პრობლემას, პირიქით, შემართებით იწყებენ მოგვარებას.
მათ იციან ემოციების კონტროლი.
ფლობენ კომუნიკაციის ხელოვნებას და დროდადრო აუმჯობესებენ მას.
ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან.
ისინი უბრალოები და ერთი შეხედვით თავმდაბლები არიან. შეუძლიათ ბოდიშის მოხდა და ეს სულაც არ მიაჩნიათ სისუსტედ.
ისინი უვლიან თავს, თუმცა ეს მათთვის ცხოვრების მთავარი აზრი არ არის.
მათ კარგი ნებისყოფა აქვთ და არაფერზე არიან დამოკიდებულნი.