EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Nisa
თარიღი: 2017-12-03 14:14:49
გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის 30-35%-ით მატებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ განაცხადა, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე იუსაბრა.
თოთაძემ საუბრისას გაერო-ს მონაცემები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, 34%-ით გაიზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობა, სომხეთის – 7%-ით, ხოლო რაც შეეხება ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 30-35%-ით გაიზრდება.
„ერთადერთი საქართველოა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა არ გაიზრდება. ეს ტენდენცია საქართველოს შემთხვევაში უკვე შეინიშნება. ჩვენ ახლა რაც არ უნდა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა ვაწარმოოთ, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება“, – განაცხადა თოთაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს მას აძლევს ის, რომ 90-იანი წლებამდე თუ 455 ათასი გოგო იბადებოდა, 2000-იანი წლების დასაწყისში 236 ათასი გოგო დაიბადა. 2017 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გარდაცვალების მაჩვენებლმა შობადობას გააჭარბა. გაიზარდა განქორწინებათა რიცხვიც.
„ორი წლის წინ 3 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა. ახლა
ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. თბილისში კი ყოველი ერთნახევარ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. ამ მხრივ, უკეთსი მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთშია, სადაც 5 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. განქორწინებით შედეგად კი შობადობა 8%-ით მცირდება“, – განაცხადა თოთაძემ.