EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« რომელი ცხოველის წელი დგება 2018 წელს და რას გვიმზადებს ის »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-03 15:46:35

რომელი ცხოველის წელი დგება 2018 წელს და რას გვიმზადებს ის

year-of-the-dog

აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, 2018 წლის სიმბოლო გახდება ყვითელი მიწის ძაღლი. პირველ რიგში ძაღლი ცნობილია მისი ერთგულებით, გულისხმიერებით, მორჩილებით, დაბადებულნი ამ სიმბოლიკის ქვეშ, იქნებიან იმდენად უდრტვინველნი, რომ არც დაფიქრდებიან იმაზე თუკი ვინმე შეეცდება მათი კეთილი მხარე სათავისოდ გამოიყენოს. ძაღლები შესანიშნავად გრძნობენ, ხვდებიან ღალატს და მზად არიან გაბდღვნან შუაზე და გაწყვიტონ კავშირი ნებისმიერთან, მაშინაც კი თუკი ეს მათ საკუთარ მეს დიდ ტკივილს მიაყენებს. ამ კატეგორიის ხალხს შეუძლია შეარჩიონ მეგობრები, ინარჩუნებენ კავშირს მათთან მთელი ცხოვრება, ყოველთვის მოდიან დასახმარებლად.
 
ძაღლის წელში დაბადებულებისგან გამოდიან შესანიშნავი მეუღლეები. ისინი მონოგამურები არიან და ისწრაფვიან მაქსიმალური კომფორტული გარემოს მოსაწყობად. როგორც წესი, ასეთ ხალხს უყვარს ბავშვები და ოცნებობენ რაც შეიძლება მეტ შვილზე.
 
ფერი, სტიქია, დახასიათება 2018 წლის
 
ყვითელი ფერი, ძაღლის წელს, აძლევს ბუნებას როგორიცაა - სიბრძნე და სამართლიანობა. ამავდროულად მას უჩნდება სურვილი ასწავლოს ყველას, მაგრამ ამის ნება ყოველთვის არ ეძლევა, ამიტომ ნაცნობებში ასეთი ხალხი გამოირჩევიან საღი აზრით ცხოვრებასთან მიმართებაში.
მიწის სტიქია ყვითელი ძაღლის წელიწადს საუბრობს მორალურ თვისებებზე, გატარებულ დომინანტ მატერიალურ სარგებელზე. ამ წელს ადამიანები მიწაზე დაეშვებიან, როგორც პროფესიასთან მიმართებებში ასევე სურვილებით. ამ წელს ბევრი წარმატებული ბისნესმენი იქნება. როგორც ასტროლოგები წერენ, ამ წელს იუპიტერისა და სატურნის ურთიერთგანლაგება იქნება ჰარმონიული, რაც ზოგადად, ადამიანებს ფინანსურ წარმატებას ჰპირდება, გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა და საერთო ჯამში, პოზიტიურ წელს უნდა ველოდოთ.
როგორც ამბობენ, 2018 წელი ძალიან კარგი იქნება ურთიერთობების დასალაგებლად, ოჯახის შესაქმნელად. პირად ცხოვრებაში გარდამავალ პერიოდად თებერვალი მიიჩნევა. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი, ყვითელი ძაღლის წელიწადი სწორედ თებერვლიდან, უფრო ზუსტად კი თებერვლის 16 რიცხვიდან იღებს სტარტს. 
 
თუ აქამდე არ გიპოვიათ ცხოვრების თანამგზავრი, ძაღლი აუცილებლად დაგეხმარებათ მის პოვნაში და რაც მთავარია, თამამად შეგიძლიათ დააჩქაროთ ძიება, რადგან დიდი ალბათობით ეს სწორედ ის ადამიანი იქნება, რომელსაც ამდენი 
ხანი ელოდით.
 
მიწის სტიქია უხვი მოსავლის სიმბოლოა, ამიტომ ფერმერები და აგრონომები ამ წელს დიდ და კარგ მოსავალს უნდა ელოდონ. ეს წელი ძალიან კარგია წარსული არეული ურთიერთობების დასალაგებლად. ამ წელს პატიების წელსაც კი უწოდებენ. 
 
მომავალი წელი დიდი აღმოჩენების წელი იქნება განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, ასევე პოლიტიკასა და ეკონომიკაში. სტატისტიკის მიხედვით, ძაღლის წელიწადში არასდროს დაწყებულა ომი და რევოლუცია, პირიქით, ამ წელს ყოველთვის მთავრდებოდა ხოლმე მსგავსი მოვლენები. 
 
ასტროლოგები გვირჩევენ, ახალ წელს ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში შევხვდეთ. მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო ღამეს სუფევდეს ოჯახური სიმყუდროვე, სიმშვიდე და სიწყნარე. არ არის საჭირო ზედმეტი ღრეობა. ახალი წლის შეხვედრა უმჯობესია სახლში, არ არის რეკომენდებული კლუბები და რესტორნები
 
რაც შეეხება ჩაცმულობას, ეცადეთ შეარჩიოთ ერთ ან მაქსიმუმ ორ ფერთა გამაში გადაწყვეტილი სამოსი. ამ წლის ფერებია ყვითელი, ქვიშისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი, თეთრი, კრემისფერი და რძისფერი. ფერები არ უნდა იყოს მყვირალა, უპირატესობა თბილ ფერთა გამას მიანიჭეთ.
 
რა კერძები მოვამზადოთ 2018 წელს?
ხორცის სიუხვე აი ძაღლის მთავარი კერძი, სწორედ მასზე ზრუნვაა პირველ რიგში საჭირო საახალწლო სუფრისთვის.
 
ძაღლის წელს დაბადებულებისთვის 2018 წელი წარმატებული იქნება ნებისმიერ წამოწყებაში, ეხება ეს იმიჯისა თუ პროფესიის შეცვლას, ქორწინებას; ასე რომ, იმოქმედეთ!
 
ვირთხებს ბევრი მუშაობა მოუწევთ. ეს წელი რთული იქნება მათთვის, სამაგიეროდ, მუშაობის შედეგებით კმაყოფილი დარჩებიან. მთავარია, არ დაზოგონ დრო და არ იზარმაცონ!
 
ხარისთვის 2018 წელი სიურპრიზს ამზადებს — ეს ან ფულადი მოგება ან კარიერული წინსვლა იქნება. მათთვის პირად საკითხებში ბედნიერი თვე ნოემბერი იქნება.
 
ვეფხვებს 2018 წელი საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და ნიჭის წარმოჩენაში შეუწყობს ხელს; ამაში კი მათ ძაღლი დაეხმარება — არ შეუშინდეთ სიახლეებს, თამამად იარეთ წინ, მიზნისკენ!
 
კურდღელი (კატა) მთელი წელი ნებისმიერ საქმეში გამარჯვებებისკენ, პირველობისკენ სწრაფვას შეალევს. მთავარია, ზედმეტი არ მოუვიდეს და მაშინ მათი შრომა ნამდვილად დაფასდება!
 
დრაკონები ძაღლის წელიწადში ახალ მეგობრებს შეიძენენ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ყურს დაუგდებენ და რჩევებს ჰკითხავენ. ისინი სიმშვიდისა და სულგრძელობის ტალღაში ჩაიძირებიან!
 
გველებისთვის ეს წელი თვითგანვითარების კუთხით უჩვეულო იქნება. ისინი შეძლებენ საკუთარი პიროვნების ახალი საზღვრების გახსნას, ნეგატიური ასპექტების დამუშავებას, რომლებიც მათ განვითარებას უშლის ხელს და უფრო ბრძენი და მომთმენი გახდებიან.
 
ცხენებს მშვიდი და სასიამოვნო წელი ელოდებათ. ერთადერთი პრობლემა მათთვის ჯანმრთელობა იქნება. რასთან ხუმრობაც ნამდვილად არ ღირს. ძაღლი ურჩევს, არ გადადონ მკურნალობა და საერთოდ, ეს საკითხი პირველ ადგილზე დააყენონ.
 
თხებისთვის (ცხვარი) ეს ეტაპი წარმატებით ჩაივლის. ისინი ამ წელში თავდაჯერებულნი იქნებიან, საკუთარ ემოციებს მთლიანად დაიქვემდებარებენ. მათ წლის შუა პერიოდში რამდენიმე უჩვეულო შეხვედრა ელოდებათ.
 
მაიმუნებს ერთ ადგილზე რა გააჩერებთ; მათ სულ ცვლილებები და თავგადასავლები სწყურიათ. მაგრამ ფორტუნამ მათ საკუთარი გეგმები მოუმზადა. მათი წელი ჩაივლის ლოზუნგით: „სწავლა, სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა", ასე რომ, შეხვედრები და ახალი ნაცნობობა მეორე პლანზე გადაიწევს.
 
მამლებს უზენაესმა ძალებმა საკმაოდ მოულოდნელი საჩუქარი მოუმზადეს, რომელიც მათ ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. ისინი მიიღებენ არნახულ შესაძლებლობებს, ასე რომ, შანსი არ უნდა გაუშვან!