EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჟირინოვსკი – ხელები შორს მიშიკოსგან »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Nisa
თარიღი: 2017-12-07 20:03:59
რუსეთის ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჟირინოვსკი უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვს. „უკრაინის ტოტალიტარულ-პოლიციური რეჟიმი უნდა მიხვდეს, რომ თუ ევროპისკენ სვლა აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ დაუშვებელია ასეთი ძალადობა. სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მშვიდად იცხოვროს უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა დააყენა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან“, – აცხადებს ჟირინოვსკი.