EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

kreta

Murketie

Murketi

tiza212za

gevorkb4466






« მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა თბილისის ქუჩებში არ ჩატარდება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-16 17:16:07

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა თბილისის ქუჩებში არ ჩატარდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა თბილისის ქუჩებში არ ჩატარდება.
 
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, bpn-თვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
 
ამის პარალელურად უწყება ირწმუნება, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება ძალაში რჩება და ის დაგეგმილის შესაბამისად, 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება.
 
„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქუჩებში) ჩატარება იგეგმება 2018 წლის პირველი ნახევრიდან. რაც შეეხება აღნიშნული გამოცდის თბილისის ქუჩებში ჩატარებას, დედაქალაქის არც ერთ ქუჩაზე არ იგეგმება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის განხორციელება,“ – ნათქვამია შსს-ს წერილში.
 
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში გადასვლის შემდეგ, თბილისისა და რუსთავის ქუჩებში უნდა ჩატარებულიყო. ამ მიზნით რუსთავში კონკრეტული ქუჩები შსს-ს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეარჩია, დედაქალაქში კი შესაბამისი ქუჩების განსაზღვრაზე მუშაობა მიმდინარეობდა.