EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რატომ ჰქვია მშრალ ხიდს აღნიშნული სახელი - საინტერესო ისტორია »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-16 17:35:10

რატომ ჰქვია მშრალ ხიდს აღნიშნული სახელი - საინტერესო ისტორია

mshrali-xidi

მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი) — ქალაქ თბილისში, 1849-51 წლებში აგებული ხიდი. ხიდის პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელი ჯოვანი სკუდიერია. მისი დაღუპვის შემდეგ კი მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა. თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა.
 
მშრალი ხიდი განუყოფელია მტკვრის მარჯვენა ნაპირის მიმდებარე განაშენიანებისგან. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ხიდის თავში, ერთმანეთის პირდაპირ მდგომი ორი ნაგებობა - ყოფილი სასტუმროები "გრანდ-ოტელი" და "ლონდონი". კლასიცისტური ელემენტების მქონე შენობები ხის და რკინის აივნებით არის შემკული. საყურადღებოა სასტუმრო "ლონდონის" მთავარი ფოიეს სივრცითი გადაწყვეტა და არქიტექტურული მორთულობა.
 
Old-Tbilisi-XIX-century
"მშრალი ხიდი", მტკვრის დინებით ქვეშ, XIX ს. ბოლო
1848-53 წლებში აშენდა ჯ. სკუდიერის მიერვე დაწყებული ხიდი (ყოფილი მიხეილის დიდი ხიდი), რომელიც მშრალი ხიდის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდა. დღეს არსებული ხიდი 1962 წელს აიგო (ინჟ. გ. ქარცივაძე; არქ. შ. ყავლაშვილი, გ. მელქაძე).
 
მშრალი ხიდი ცნობილია თავისი "საბროკერო ბირჟით", ძველმანების ბაზრობითა და სურათების გამოფენა–გაყიდვით