EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რას იწვევს მარიხუანას მოხმარება?! »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2017-12-28 17:34:19
მარიხუანა (იგივე კანაბისი) ნიშნავს “მომწამვლელს” და პირდაპირ მიუთითებს მოსალოდნელ შედეგებზე. მარიხუანას ბოლის შემადგენლობა საკმარისად შესწავლილი არ არის. მას აქვს სპეციფიკური (დამწვარი თოკის) სუნი და მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (ტჰკ-THC) სახელით არის ცნობილი. მარიხუანას მოწევის შედეგად წითლდება სკლერები, ფართოვდება სისხლძარღვები, ქვეითდება არტერიული წნევა, შეინიშნება გულის ცემისა და სუნთქვის აჩქარება,
მოწევის დროს, ჩვეულებრივ, იწყება ხველა, ითრგუნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობა, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. პრეპარატის მოქმედება იწყება მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ლორწოვანი გარსების გაშრობით, ძლიერი წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებით, შეიძლება იყოს ყურებში შუილი, თავბრუsხვევა, თავის ტკივილი, სიცხის ან სიცივის შეგრძნება. მარიხუანას რეგულარული მიღების შედეგად ვითარდება ბოდვითი აზროვნებისაკენ მიდრეკილება. დიდი დოზებით სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ფსიქოზი – ბოდვა, ილუზიები, ჰალუცინაციები, პანიკა, აგრესიულობა
ტჰკ (THC) გროვდება ცხიმოვან უჯრედებში და ორგანოებში – თავის ტვინში, სათესლე ჯირკვლებსა და საკვერცხეებში, ელენთაში, ღვიძლსა და თირკმლებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც მისი ზემოქმედება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება.მარიხუანას მოწევა ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას, ვიდრე თამბაქოსი. ბევრად უფრო მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც. თავისი დამაზიანებელი ეფექტებით, 1 ულუფა მარიხუანა 5 ღერი სიგარეტის ტოლფასია.
მარიხუანა არღვევს კუჭის მჟავიანობას, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, პირის სიმშრალეს, უკონტროლო სიცილს, გულმავიწყობას, მოქმედების შენელებას, მოდუნებულობას, ჰალუცინაციებს, გამოშტერებას, მისწრაფების დეფიციტს, ძლიერ გარდაქმნებს ხასიათში და ქმედებებში და ა.შ.
მარიხუანის მომხმარებლები ხშირად ატარებენ თვალის წვეთებს, საღეჭ რეზინას, სუნამოს ან ოდეკოლონს, ცდილობენ რა დაფარონ ესა თუ ის ეფექტები და სპეციფიკური სუნი.
ფიზიოლოგიური ეფექტები, რომელსაც ადგილი აქვს მარიხუანას მოხმარების შემდეგ:
მარიხუანა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესიებას, თვალის ანთებას;
მარიხუანა იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას;
მარიხუანა იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას;
მარიხუანა არღვევს მოძრაობის ფუნქციებს;
მარიხუანა იწვევს მოთენთილობას;
მარიხუანა იწვევს ძილიანობას;
მარიხუანა იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას;
მარიხუანა იწვევს თავის ტკივილს;
მარიხუანა იწვევს თავბრუსხვევას;
მარიხუანა იწვევს გულისრევის პროვოცირებას;
მარიხუანა იწვევს შიმშილის შეგრძნებებს;
ეფექტები, რომელსაც მარიხუანა იწვევს ადამიანის ქცევებში:
მარიხუანა ხელს უწყობს რელაქსაციის პროცესს;
მარიხუანა ანელებს ფსიქომოტორულ (მოძრაობითი) აქტიურობას;
მარიხუანა აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს;
მარიხუანა ამცირებს ავტომობილის მართვის და ყველა იმ საქმიანობის უნარს. რომელიც საჭიროებს ყურადღებას;
მარიხუანა იწვევს საუბრის აჩქარებას და შეუკავებელ ყბედობას;
ემოციური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა:
მარიხუანა იწვევს ეიფორიას, კეთილდღეობის შეგრძნებას;
მარიხუანა იწვევს უზრუნველ მდგომარეობას, რომელიც მონაცვლეობს მოუსვენრობასა და შინაგანი შფოთის მდგომარეობასთან;
ნერვოფსიქოლოგიური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა:
მარიხუანა იწვევს მოკლევადიანი მეხსიერების, გაგების და რაიმე ამოცანის შესრულების უნარის გაუარესებას;
მარიხუანა იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას;
მარიხუანა იწვევს აპათიას;
მარიხუანა ამძაფრებს მხედველობით, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს;
მარიხუანა იწვევს მოტივაციის ნაკლებობას;
მარიხუანა ამცირებს ტკივილის შეგრძნების ბარიერს;
მარიხუანა იწვევს სექსუალური ემოციების ცვლილებებს;
მარიხუანა იწვევს ჰალუცინაციებს;
მარიხუანა იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას;
მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა);
მარიხუანას ზემოქმედება ტვინზე
მარიხუანა მოქმედებს აზროვნებაზე, გაგების უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე, სწავლის შესაძლებლობაზე.
მარიხუანას, დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით შეუძლია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა და ტოქსიკური ფსიქოზი.
მისმა ხანგრძლივმა მოხმარებამ, შეიძლება სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებები გამოიწვიოს.
მარიხუანას ზემოქმედება ფილტვებზე
მარიხუანას მოხმარება იწვევს თამბაქოს მწეველთათვის დამახასიათებელ მთელ რიგ მავნე ეფექტებს: ბრონხიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, იგი ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზებისა და არხების დაავადებებს.
მარიხუანას ზემოქმედება გულზე
მარიხუანა იწვევს გაძლიერებულ გულისცემას, პულსის გახშირებას და სისხლის წნევის მომატებას. განსაკუთრებით მავნებელია ის ადამიანებისთვის, ვისაც სნეული გული აქვს.
მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუცირების სისტემაზე (მამაკაცებში)
მარიხუანა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. მისი დაჟინებული და ძალიან ხანგრძლივი მოხმარება ჰორმონალურ ფონს ცვლის იმდენად, რომ მოზარდებში მან შეიძლება სქესობრივი ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს.
ძალიან მძიმე შემთხვევაში შეინიშნება სპერმატოზოიდების როდენობის შემცირება და შეზღუდვა, ასევე სპერმაში ანორმალური უჯრედების მომატება.
მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუცირების სისტემაზე (ქალებში)
მარიხუანა ცვლის ტვინის მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოვულიაციის დარღვევა და განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება.
მარიხუანამ შესაძლებელია ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარებაზე, ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე, ამან კი ეგრეთ წოდებული ”მარიხუანის ფეტალური შედეგი” შეიძლება გამოიწვიოს, რაც გამოიხატება ახალდაბადებულ ჩვილთა წონაში კლებასა და მისი განვითარების გადახრებში.
ამის მიზეზია ის, რომ მარიხუანა ძუძუთი კვების დროს დედის რძიდან გადადის ახალშობილის ორგანიზმში.
მარიხუანას მოქმედება მოძრაობის ფუნქციებზე
მარიხუანას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გონებრივ და ფიზიკურ რეაქციებზე. იგი არღვევს კოორდინაციას და ზრდის რეაქციის ხანგრძლივობას.
ამ დროს ირღვევა ადამიანის საპასუხო რეაქცია სინათლის და ხმოვან სიგნალებზე, უარესდება თანმიმდევრული მოქმედებების და აღქმის უნარი.
ზოგ შემთხვევაში ჩნდება მოძრაობის, სიარულის, საუბრის ძლიერი მოთხოვნის სურვილი. დამახასიათებელია მშვიდ მდგომარეობაში არაბუნებრივი პოზები.
მარიხუანა და მისი ზემოქმედების სხვა შედეგები
ქრონიკული დაღლილობა,თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოყვეს მარიხუანას მოხმარებას, არის ის, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე.