EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Android-ის ახალი ტროიანი – Catelites Bot – 2 000-ზე მეტ ბანკს ემუქრება »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: Nisa
თარიღი: 2018-01-01 13:10:50
კიბერუსაფრთხოების კომპანიების, SfyLabs-ისა და Avast Threat Labs-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, Android-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლების წინააღმდეგ შექმნილი ახალი მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, მორიგი საბანკო ტროიანი – Catelites Bot – აღმოაჩინეს, რომლის სამიზნეც 2 000-ზე მეტი ბანკია.
Catelites Bot მსხვერპლის ანდროიდმოწყობილობაში სხვადასხვა გზით ხვდება, მაგალითად, მავნე, ყალბი აპლიკაციების ან ფიშინგგვერდების მეშვეობით. მავნე პროგრამას შეუძლია, ხელში ჩაიგდოს მსხვერპლის მოწყობილობაში არსებული ტექსტები, განბლოკოს მობილური ტელეფონის ეკრანი, წაშალოს მონაცემები, წვდომა დაამყაროს ტელეფონის ნომრებზე, შეცვალოს სპიკერის ტონალობა, უთვალთვალოს შეტყობინებებს და მოიპოვოს პაროლები.
მას შემდეგ, რაც Catelites Bot სმარტფონში ჩამოიტვირთება, ეკრანზე ჩნდება ე.წ. icon, სახელწოდებით- System Application. როდესაც მომხმარებელი ამ icon-ზე “დაააკლიკებს”, პროგრამა ადმინისტრატორის უფლებებს ითხოვს. თუკი მსხვერპლი შეთავაზებას დაეთანხმება, icon ქრება და Catelites Bot მოქმედებას იწყებს.
მავნე პროგრამა შესაძლოა, უკავშირდებოდეს უკვე დაშლილ ერთ-ერთ რუსულ კიბერკრიმინალურ დაჯგუფებას, რომელმაც, საბანკო ტროიან CronBot -ის მეშვეობით, მილიონ მოწყობილობაზე მეტი დააინფიცირა და 900 000 აშშ დოლარი მიისაკუთრა.
cyber.kvira.ge