EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შალვა ოგბაიძე და ზურა ბეჟაშვილი, საავტომობილო ექსპერტები ძრავის გახურების თემას ეხმაურებიან »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2018-01-01 14:06:20
“უნდა გავახუროთ თუ არა ძრავი” – ამ თემას ”ავტორადიო”-ზე სტატია მიეძღვნა. სტატიაში მოყვანილი იყო ყოფილი მრბოლელის, საინჟინრო დარგში დოქტორისა და ატმოსფერული ძრავების სპეციალისტის სტივენ კიატის კვლევები, სადაც დასაბუთებულად იყო ახსნილი, თუ რატომ არ სჭირდება ძრავს ზამთარში ადგილზე გახურება.
ამ თემამ მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთნი სტივენის მოსაზრებას ეთანხმებიან, სხვები კი ამბობენ, რომ მოყვანილი არგუმენტები სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად ამ ინფორმაციის გადამოწმება ქართველ საავტომობილო ექსპერტთან ზურა ბეჟაშვილთან გადავწყვიტეთ, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალი თაობის ძრავებს გახურება არ სჭირდება. ხოლო საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ამ თემას საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძეც გამოეხმაურა.
ზურა ბეჟაშვილი:
თანამედროვე ძრავებს არ სჭირდება გახურება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სიბლანტის ზეთი ასხია ძრავში. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სანამ ძრავი არ გათბება არ უნდა დავტვირტოთ ძლიერად ანუ, არ უნდა ვამუშაოთ მაღალ ბრუნზე. მოსაზრება, რომ ადგილზე გახურების დროს ძრავი ზიანდება, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია მთელი სიმძლავრით ვამუშაოთ ავტომობილი.
ძველი თაობის ძრავებს, აუცილებლად სჭირდებათ გახურება. რადგან ღრეჩო (ზაზორი) დიდია დგუშსა და ცილინდრს შორის. გათბობის შემდეგ დგუში სიგანეში იმატებს და ღრეჩო მცირდება. დიდი ღრეჩო სახიფათოა ცივ ძრავზე დატვირტვის დროს, ცივ ძრავზე ძრავის მაღალ ბრუნზე მუშაობამ, შეიძლება დგუშის დაზიანება გამოიწვიოს.
რაც შეეხება თანამედროვე ძრავსა და მოძველებულ ძრავს შორის განსხვავებას, ამის განსაზღვრის უბრალო მეთოდი არსებობს. თუ მწარმოებელი ქარხანა მოითხოვს, რომ თქვენ გამოიყენოთ 10w40 სიბლანტის ზეთი, ესე იგი ეს ძველი ტიპის ძრავია და თუ ითხოვს 0w20,5w20,5w50 და სხვა, ესე იგი ჩვენ გვაქვს საქმე უახლეს ტექნიკასტან.
შალვა ოგბაიძე:
”ჭირდება თუ არა ავტომობილის ძრავს ,,გახურება”?
ამ კითხვით ძალიან ბევრმა მომმართა და გადავწყვიტე მცირე კომენტარი გავაკეთო მათთვის, ვისთვისაც სულერთი არ არის საკუთარი ფინანსები, ავტომობილის ძრავის რესურსი და გარემოს დაცვა…
მაშ ასე, მცირეოდენი ,,თეორია”:
თანამედროვე შიგაწვის ძრავების ოპტიმალურ სამუშაო რეჟიმად ითვლება ის მდგომარეობა, როდესაც გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა 92-95 გრადუსს მიაღწევს. უფრო დაბალ ტემპერატურაზე არსებულ რეჟიმს ,,ცივ ძრავას” უწოდებენ.
დავიმახსოვროთ: ცივ მდგომარეობაში ძრავს ელემენტები ცვდება და მნიშვნელობა არა აქვს ავტომობილი ადგილზე დგას თუ დადის. მთავარია როგორი ბრუნთარიცხვი აქვს ძრავს ანუ, რამხელა ე.წ. ,,აბაროტი” აქვს ძრავს. ცვეთის ინტენსივობა დამოკიდებულია არა დატვირთვაზე (დადის თუ დგას), არამედ რა ბრუნთა რიცხვი აქვს ძრავას.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ცივი ძრავი (ეს განსაკუთრებით ძველი მოდელის მექანიკურ ჰაერმისაფარიან ძრავებზე ითქმის) მოიხმარს ,,მდიდარ” სამუშაო ნარევს, რაც ხელს უწყობს ცილინდრის კედლებზე არსებული ზეთის აფსკის ჩამორეცხვას, რაც თავის მხრივ ზეთის გათხელებას (და შესაბამისად სწრაფად ,,დაძველებას”) იწვევს, რაც თავის მხრივ ძრავას მოხახუნე დეტალების (განსაკუთრებით ცილინდრის და დგუშ-ბარბაცას ჯგუფის) რესურსის შემცირების წინაპირობაა.
რა ვქნათ?
ავტომობილს დილით რომ ,,დავქოქავთ” (უფროს გამართულად რომ ვთქვათ-,,გავუშვებთ”), მხოლოდ ის დროც, რაც საჭიროა უსაფრთხოების ღვედების შესაკრავად, ელექტრო-ხელსაწყოებზე და მაჩვენებლებზე თვალის გადასავლებად, სრულებით საკმარისია, რომ თითქმის ,,უგაზოდ”, დაბალი სიჩქარით და რაც მთავარია დაბალი ბრუნთა რიცხვით დავიწყოთ მოძრაობა.” – აცხადებს შალვა ოგბაიძე.
შესაბამისად, თუ ექსპერტების რჩევებს დავუჯერებთ, არ არის სავალდებულო ავტომობილის დაქოქვიდან 5-10 წუთი უმოძრაო მდგომარეობაში დგომა. რამდენიმე წამიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილი ძალდაუტანებლად, დაბალი ბრუნვის ე.წ. ”აბაროტის” პირობებში ვამოძრაოთ, ხოლო როდესაც წყალი საჭირო ნიშნულს მიაღწევს, თავისუფლად შეგვეძლება ძრავის დატვირთვა გავზარდოთ.
autoradio.ge